ტომას მიულერმა მეუღლეს კერძო თვითმფრინავი აჩუქა

Brunte-ს ცნობით, “ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა მეუღლეს ლიზას ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა. ფეხბურთელმა მას 2004 წლის Pilatus PC-12/45 კერძო თვითმფრინავი უყიდა ავტოპილოტითა და სანავიგაციო სისტემით. ასეთი თვითმფრინავი მეორად ბაზარზე დაახლოებით 2,4 მილიონი ევრო ღირს. ლიზა მიულერმა მფრინავის მოწმობისთვის მომზადება წლის დასაწყისში დაიწყო და საჭირო კურსი უკვე დაასრულა. მას აქვს საკუთარი თვითმფრინავების და ვერტმფრენების ფრენის გამოცდილება.

ირაკლი ქადაგიშვილი – ვინც საქართველოში ჩამოდის და ხალხს „მაიდნის“ მოწყობისა და სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთის ფედერაციამ გააკეთა

ვინც საქართველოში ჩამოდის და ხალხს „მაიდნის“ მოწყობისა და სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთის ფედერაციამ გააკეთა – ამდენი ხანია საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში ვარ და ისეთი სურათი იხატება, რომ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჩარევა ახლა ასეთი ტიპის პოლიტიკოსების ჩარევით ჩანაცვლდა! – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა […]

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, რადგან სანქციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ფასები არ დაიკლებს”, – აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, ამერიკული კომპანიები […]

“ეს დარგის ლოგიკური განვითარებაა” – “ნიკორა ტრეიდის” დირექტორი FMCG ბაზრის გამსხვილებაზე

წელს, FMCG სექტორში ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილე გაერთიანდა. კერძოდ “დეილი”, “მაგნიტი”, “სპარი”, “გვირილა” და “იოლი” ერთ ჯგუფში მოექცნენ. არის იმის მოლოდინი, რომ ბაზარზე გამსხვილება გაგრძელდება.

“ძალიან გოიმები და უთავმოყვარეოები ხართ მეგობრებო” – ჩერგოლეიშვილი

აფხაზეთში მიმდინარე პროტესტით უთავმოყვარეო აღფრთოვანებისას გაითვალისწინეთ, რომ ეგ საზოგადოება აპარტეიდის რეჟიმში აცხოვრებს გალელ ქართველებს და ეს მათ ღირსებას არ შეურაცხყოფს – ამაზე არცერთი პროტესტი არ ყოფილა. ძალიან გოიმები და უთავმოყვარეოები ხართ მეგობრებო.

“ამ ბრძოლაში მათ გვერდით ვართ” – ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები

მოგესალმებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებთ ბსუ-ს სტუდენტებს, ამ ბრძოლაში მათ გვერდით ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ერთად დავიბრუნებთ მომავალს!

“შიმშილობის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ…” – ბათუმელების პასუხი ბსუ–ის რექტორს

ონისე ჯოყელიძე აქვეყნებს ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და წერს: შიმშილობის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ ფიზიკურად არ გამოგვდის. მადლობა ბათუმელებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვამარაგებდნენ ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს, მათ მალევე შეუერთდათ სტუდენტები არაერთი უნივერსიტეტიდან. ისინი აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, ასევე, ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული პროსახელისუფლებო რიტორიკაში და არჩევნების გაყალბებაში. ითხოვენ, გათავისუფლდეს უნივერსიტეტი […]

საქართველოში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში 116 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 ერთეულით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, მათგან 17.2% მდებარეობს კახეთის, 17.2% – შიდა ქართლის, 15.5% – იმერეთის, 14.7% ქვემო ქართლის, 9.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 9.5% მცხეთა-მთიანეთის, ხოლო 16.4% – სხვა რეგიონებშია განთავსებული. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი […]

ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ სეოკ-ის მოქმედი ხელმძღვანელი იყო – ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი. დელეგატებმა ასევე აირჩიეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალურ მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სეოკ-ის საპატიო წევრები. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა 35 […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის – „ხელისუფლება და საზოგადოება – ისტორია, თეორია, პრაქტიკა“ – ორგანიზებით, ყოველწლიური, რიგით მე-18 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ […]