მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! – მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. ხაზარაძე გამარჯვების მიღწევის გზებს ასახელებს, მათ შორის პროტესტის მრავალფეროვნებას და ბევრ სხვადასხვა საპროტესტო კერას. „გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით […]
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ. შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას […]
სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები – მოვითხოვთ ასლან ბჟანიას გადადგომას – მშვიდად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა

ოკუპირებულ სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსთან შეკრებილი მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მშვიდად წავიდეს, ლამაზად წავიდეს, ფანჯრების და კარების ჩამტვრევა არ გვინდა“, – ციტირებს მედია აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. შეგახსენებთ, დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, […]
ბოლო წლებში ჩინეთში აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვახორციელებთ – ღვინის ეროვნული სააგენტო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენაში ProWine Shanghai, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა. „ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის სახლახო რესპუბლიკაში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიას. ProWine Shanghai-ის და მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენები უმნიშვნელოვანესია […]
„ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, რათა ზამთარში სასტუმრომ საკუთარი თავის შენახვა მაინც შეძლოს“ – Step Inn

სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებლის, ანი ალიბეგაშვილის შეფასებით, ყაზბეგში ზამთრის სეზონზე რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გასული წლის მსგავსად ცუდი მოლოდინებით ხვდებიან. ალიბეგაშვილის თქმით, ისედაც შემცირებულ ჯავშნებს გზის პრობლემა კიდევ უფრო აფერხებს. „აპრილიდან ოქტომბრამდე ძალიან მაღალი დატვირთვით გვქონდა ჯავშნები; 85-90%-იან დატვირთვას ვასწრებდით ხოლმე. ნოემბრიდან-აპრილამდე დაბალი აქტივობაა ყაზბეგისთვის, თუ არ ჩავთვლით საახალწლო პერიოდს. ჯავშნები გვაქვს, თუმცა ბევრად მეტი […]
საახალწლო საჩუქრები: ყვავილები და საახალწლო ყუთები „ლავლი როუზიდან“

ახალი წელი — ესაა არამარტო დრო, როდესაც ხდება გასული წლის გაცილება და ახალი დასაწყისის მიღება, არამედ დასაწყისია იმ განსაკუთრებული მომენტებისა და ემოციების, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაგვყვება. საახალწლო საჩუქრის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც არა მხოლოდ გვეხმარება სითბოს გაზიარებაში, არამედ გამოხატავს ჩვენს ყურადღებას და სიყვარულის ძალას. ყვავილები, თავისი თვალწარმტაცი სილამაზითა და ბუნებრივი სურნელით, ერთ-ერთი […]
“გადადგეს ბჟანია” – ე.წ. პარლამენტიდან ე.წ. მინისტრები გაიქცნენ

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პარლამენტთან მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა სატვირთო მანქანით დაანგრიეს ჯებირები. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებმა და მინისტრებმა შენობა დატოვეს.
“ზეწოლის კამპანია, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს” – გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსი, გიორგი კალანდარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. […]
“სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში, წერს: “გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება. […]
“ნუ ყაყანებთ! არჩევნები არ გაყალბებულა… თავხედები ხართ” – რა “თავხედური” თხოვნა ჰქონდათ სტუდენტებს ლექტორთან?

ახალგაზრდებმა “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” დერეფნები ტრანსპარანტებით და რუპორებით მოიარეს და სტუდენტებს მოპარული ხმების დასაბრუნებლად ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. ზოგიერთმა ლექტორმა ლექცია შეწყვიტა და სტუდენტებს მსვლელობაში მონაწილეობის უფლება მისცა, მეტიც, მათ არჩევნების გაყალბების სიმბოლური სამკლაურიც კი გაიკეთეს. თუმცა, ლექტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სტუდენტების დერეფნებში სიარულმა შეაწუხა. ერთ–ერთმა ლექტორმა, რომელიც ამბობს, რომ ინლისური ენის პედაგოგია, თქვა, რომ […]