საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების გოლის ავტორმა მუდრიკმა შესაძლოა, ამ ზამთარს გუნდი შეიცვალოს

Football Transfers-ის ინფორმაციით, “ჩელსის” შემტევმა მიხაილო მუდრიკმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს. უკრაინელის იჯარით დამატების სურვილს კიდევ ერთი ლონდონური გუნდი “კრისტალ პალასი” გამოთქვამს და ის ვილფრიდ ზაჰას შემცვლელად მიაჩნიათ. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ჩელსის” ფორმა 14 შეხვედრაში მოირგო, სადაც ჯამში 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შევიდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამასთან, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაიკავეს. როგორც ტელეგრამ არხებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, მოქალაქეები შენობის დერეფანში წინააღმდეგობის გარეშე გადაადგილდებიან. ტელეგრამ არხი Respublica წერს, რომ სამართალდამცავები არ ჩანან და დემონსტრანტებს წინააღმდეგობას არავინ უწევს. დღეს დილიდან სოხუმში დაძაბული ვითარებაა. პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის წინ ჭიშკარი მანქანის საშუალებით ჩამოიღეს და ტერიტორიაზე […]

ცესკო-ს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს: “მინდა გამოვეხმაურო ზეწოლის კამპანიას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიურ და შეურაცხმყოფელ ხასიათს იღებს. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ზოგიერთი პირი გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და პირად სივრცეში შეჭრით და ქმედებებით, რომლებიც კვეთენ ეთიკურ საზღვრებს, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პირადად ჩემზე და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. მიუხედავად იმისა, რომ […]

ოცი ორგანიზაცია რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს

ოცი ორგანიზაცია აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს. მათი თქმით, მიზეზი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე. ამის შესახებ წიგნის გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა 15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების გახსნის დღეს ისაუბრეს. ისინი ამბობენ, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა. გამომცემლები აღნიშნავენ, რუსული კანონის […]

ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში

ოთხი წლის შემდეგ, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდა. ის ჯერ კონგრესში მივიდა, შემდეგ კი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით, თეთრ სახლსაც ესტუმრა. როგორი იყო მიმავალი და მომავალი პრეზიდენტების შეხვედრა ოვალურ ოფისში?

“აქცია არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ”- აფხაზური ოპოზიცია

აფხაზურმა ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა ქმედება “არ არის მიმართული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ.” “პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. თუმცა ასლან ბჟანია მთელი თავისი მმართველობის მანძილზე ცდილობდა, ეს ურთიერთობები საკუთარი ეგოისტური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, მანიპულირებდა საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად. ჩვენი მხრიდან იყო არაერთი გაფრთხილება, რომ […]

ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა – ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთ გზაც სახალხო დაუმორჩილებლობა რჩება. ხაზარაძის განცხადებით, გამარჯვება, მათ შორის, პროტესტის მრავალფეროვნებით მიიღწევა. „გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერებით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ […]

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! – მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. ხაზარაძე გამარჯვების მიღწევის გზებს ასახელებს, მათ შორის პროტესტის მრავალფეროვნებას და ბევრ სხვადასხვა საპროტესტო კერას. „გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით […]

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ. შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას […]

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია – აქციის მონაწილეთა ქმედება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ მიმართული არ არის

აქციის მონაწილეთა ქმედება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის განცხადებაშია აღნიშნული. მათი მტკიცებით, ასლან ბჟანია მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა ეს ურთიერთობები საკუთარი ანგარებიანი ინტერესებისთვის, საკუთარი რეჟიმის გასაძლიერებლად გამოეყენებინა. „დღეს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები […]