“ერთ თვეში 7,0 გახდება დოლარი, ქვეყანა იქნება ბანკროტი” – ოცნების “ჩაფახება” და “ხაჩიკოვსკი ბაზარი” – კოკა მორგოშია

ალტ–ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია, ობიექტივთან, ამბობს: თუ ევროპამ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცა, ამას აღარ სჭირდება აქციები, არც კარვები, არც გამოსვლა, ჩათვალე, ყველაფერი ჩამოქცეულია. ამის ალბათობა არსებობს, მოლდოვაში სანდუმ რომ გაიმარჯვა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ მიულოცა, – ჩვენთან ეს არ ხდება. ვისაც ესენი ელოდებიან, იმათგან მოლოცვები არ მიუღიათ, ეუბნებიან, გამოიძიეთო. დავუშვათ და არ მისცეს ლეგიტიმაცია, აქციებიც […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომპანია GWP-ი მასშტაბურ სამუშაოებს აგრძელებს

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-ი რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ხორციელდება, რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან და კომპანია GWP-ი ს წარმომადგენლებთან ერთად, […]

შალვა პაპუაშვილი – 2020-ში რამე სხვას აკეთებდნენ, სხვა დაპირებები და მუქარა ჰქონდათ და სხვა საბოტაჟი იყო? მათ მხარეს არაფერი იცვლება და საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება – დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ

ავანსად აქვთ სიები ჩახსნილი, არასერიოზული ხალხია – დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შემოვლენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერები 2020-ში იმავენაირად მოქმედებდნენ, არაფერს ცვლიან და საბოლოო შედეგიც არ შეიცვლება. „ორი კვირაა სიებთან დაკავშირებით წვალობენ. როგორც მივხვდი, საბოლოოდ, მათი პოზიციაა, რომ ავანსად ხსნიან სიებს. ავანსად აქვთ ეს სიები ჩახსნილი. არასერიოზული ხალხია. 2020-ში […]

შალვა პაპუაშვილი – ქალბატონ სალომეს თანამდებობაზე ყოფნის სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი და წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით

ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციებსა და ფიქრს, პარლამენტის შეკრების […]

ანა ნაცვლიშვილი – როგორც მელა მოიტაცებს ნადავლს და შემდეგ მისი კუდი შლის ნაკვალევს, ისეა ახლა პროკურატურის დანიშნულება

როგორც მელა მოიტაცებს ნადავლს და შემდეგ მისი კუდი შლის ნაკვალევს, ეს არის ახლა პროკურატურის დანიშნულება, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პროკურატურის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების პროცესი. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პროკურატურას ცესკომ მისცა ნებართვა და სიგნალი, რომ დაეწყო ეს გამოძიება და ახლა ის თავის შესაძლებლობებს გამოიყენებს ჩადენილი დანაშაულის კვალის წასაშლელად. […]

თინა ბოკუჩავა – გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი და სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას – მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ გაყალბებული არჩევნები დააკანონონ

ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და სასამართლო-ზეპირი განხილვის გარეშე, მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები, – ასე აფასებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სააპელაციო სასამართლოსთან იმ ფაქტს, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოსა” და საია-ს სარჩელებს, რითაც ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, სააპელაციო სასამართლო მხარეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს. […]

ცესკო – კომპანია „სმარტმატიკი“ წერილით ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი, რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ „სმარტმატიკისგან“ მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნულს […]

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სააპელაციო სასამართლოს წინ ფურცლები დატოვეს, რომელიც მათივე შეფასებით, მტკიცებულებებია, რაც არჩევნების გაყალბებას ადასტურებს. ამასთან, მათ სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება, მათ თან მიიტანეს პლაკატები წარწერით: “დაიბრუნე შენი ხმა!”, “გაუქმებულია სასამართლო!”, “გაუქმებულია არჩევნები!” კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას შეფასებით, საქართველოს […]

ოპოზიცია სოხუმში: პროტესტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ

სოხუმში მიტინგი გრძელდება. ე.წ. პარლამენტის წინ შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ხაზგასმით აღინიშნება, რომ ხალხის პროტესტი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ამ აქცენტით, ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს. „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ყოველთვის ვუსვამდით ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური და სტრატეგიული […]

საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების გოლის ავტორმა მუდრიკმა შესაძლოა, ამ ზამთარს გუნდი შეიცვალოს

Football Transfers-ის ინფორმაციით, “ჩელსის” შემტევმა მიხაილო მუდრიკმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს. უკრაინელის იჯარით დამატების სურვილს კიდევ ერთი ლონდონური გუნდი “კრისტალ პალასი” გამოთქვამს და ის ვილფრიდ ზაჰას შემცვლელად მიაჩნიათ. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე “ჩელსის” ფორმა 14 შეხვედრაში მოირგო, სადაც ჯამში 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.