„დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა – სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში რჩება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ. ამასთან, რამდენიმე სტუდენტი ღამის გათევას თსუ-ს შენობის წინ აპირებს, რადგან, როგორც ცნობილია, ისინი შენობაში არ შეუშვეს. ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს. ერთ-ერთი სტუდენტის, […]
ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არჩევნების შედეგების შეჯამების პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ – ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება. ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. “ძლიერი საქართველო” კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური […]
ილიას და ბათუმის უნივერსიტეტებში სტუდენტები ღამეს გაათენებენ

“ილიაუნის” სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის ფოიეში გაათენებენ. პროტესტი, ასევე გრძელდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც სტუდენტები უკვე მეორე ღამეს გაათენებენ. ისინი მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. “ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი. დღევანდელი დღე ჩვენ მივუძღვენით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობა გამოვუცხადეთ ბათუმელ სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ თავზე გადახეული სუვერენიტეტი, ის, რომ ჩვენ არჩევნები […]
თუ 505,1-მილიონიანი დავალიანება არ დაფარა, “ლიონს” ქვედა დივიზიონში დააქვეითებენ

“ლიონი”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს, შეიძლება ლიგა 2-ში დააქვეითონ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ეკიპი” ავრცელებს. კონტროლისა და მართვის ეროვნული დირექტორატის (DNCG) მიერ პარასკევს საღამოს გამოცხადებული გადაწყვეტილების მიხედვით, თუ კლუბმა 505,1 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დავალიანება ზაფხულამდე არ დაფარა, საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთენ. ამას გარდა, სიტუაციის გარკვევამდე “ოლიმპიკს” ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის უფლება […]
ისრაელმა ირანში ბირთვული იარაღის განვითარების ცენტრი დაბომბა-Axios

ისრაელის არმიამ ირანში ბირთვული იარაღის განვითარების კვლევითი ცენტრი გაანადგურა, -წერს Axios-ი. გამოცემის ინფორმაციით, ეს ოქტომბრის ბოლოს ირანზე მასიური იერიშის დროს მოხდა. სამეცნიერო ცენტრი პარჩინის სამხედრო ბაზაზე, თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. Axios-ი ეყრდნობა საკუთარ წყაროებს, მათ შორის სამი ოფიციალური პირი შეერთებული შტატებიდანაა, ერთი ისრაელიდან და ერთი ყოფილი ისრაელის ოფიციალური პირი. Axios-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ბირთვული […]
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

“მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების. თუმცა, ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც თავდაჯერება და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს შედეგებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შედეგებმა ასეთი გავლენა არ იქონია. ეს არც იგრძნობოდა ამ შეკრებაზე და ვიმედოვნებ, ამას თამაშის მიმდინარეობისას ვაჩვენებთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე […]
შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არის გარდაცვლილი. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. ამასთან, მშობლების განცხადებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, თუმცა მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და განმარტავენ, რომ ლევან სულაშვილს „ის მდგომარეობა არ ჰქონია, რომ თავი მოეკლა“. მშობლების თქმით, მათ შვილს გასროლის […]
2024 წელს ყველაზე ხშირად პარიზსა და ბარსელონაში მოგზაურობდნენ – eDreams Odigeo-ს რეიტინგი

მოგზაურობის დაგეგმვის საერთაშორისო კომპანია eDreams Odigeo-მ ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელა, რომლებსაც ყველაზე ხშირად ჯავშნიდნენ 2024 წელს. ანგარიში ხაზს უსვამს მოგზაურობის ჩვევების შეცვლას. გლობალურად ტურისტების 32%-მა აირჩია 3-4 დღიანი მოგზაურობები, ხოლო 24%-მა აირჩია უფრო გრძელი 7-13 დღიანი მოგზაურობა. ირკვევა, რომ „ბოლო წუთის“ ჯავშნები სულ უფრო პოპულარული ხდება. eDreams Odigeo-ს აღმასრულებელი დირექტორი დანა დანნი ამბობს: „წინ, რომ […]
ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს – ვიქტორ ორბანი

ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებლად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციები ზრდის ენერგორესურსების ფასებს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. „ენერგორესურსების ფასები ნებისმიერი გზით უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში ენერგორესურსების ფასები არ დაიწევს“, – განაცხადა ორბანმა.
პაატა ზაქარეიშვილი – დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი რეაგირება არ ექნება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე – ეს დუმილი არის შემაშფოთებელი იმიტომ, რომ საქართველო აშკარად უთმობს აფხაზეთს რუსეთს

შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ანექსიის არავითარი ნიშნები არ არისო, წარმოდგენა არ აქვს, იქ რა ხდება, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ეკონომიკური მიმართულებით ანექსია მიმდინარეობს. „ბოლო ერთი წელია, ოკუპირებულ აფხაზეთში არის მუდმივი დაძაბულობა და, ძირითადად, ეს ეხება რუსეთის მხრიდან […]