„არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ. „თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ასლან ბჟანია ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებს. „მივმართავ აფხაზეთის ხალხს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან. მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის […]
ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა – სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს

ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში რჩება, სადაც ღამის გათენებას გეგმავენ. ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს. ერთ-ერთი სტუდენტის, „დაფიონის” წევრ, გიორგი დუმბაძის თქმით, არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ არჩევნების გაყალბება ტრადიციად შემოიტანონ. მისივე თქმით, […]
“ხვალ ფეხბურთია და იმედი აქვთ საბოლოო ოქმს ასე გააპარებენ”– ხატია დეკანოიძე

ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები..
“ბორჯღალოსნები” | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან 17 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველო შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, იტალიას გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე ერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება, პირველი 2022 წელს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ. ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებმა პირველი თამაში 10 ნოემბერს მონპელიეში, ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ გამართეს. იმ […]
ბჟანია არ გადადგა, მომიტინგეთა მოლოდინი არ გამართლდა

„ვარ აფხაზეთში და მუშაობას გავაგრძელებ“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომლის გადადგომასაც 15 ნოემბერს ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, პოსტზე დარჩენის შესახებ აცხადებს. მთელი დღის განმავლობაში ბჟანია არ გამოჩენილა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან – პოსტიდან გადადგომის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ, ასლან ბჟანიამ თავის მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ პროვოკაციებს არ უნდა […]
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, “ომი უფრო სწრაფად დასრულდება.” “სამართლიანი მშვიდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ არსებობდეს განცდა, რომ ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო [ადამიანები] იმ უსამართლობის გამო, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ […]
მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა”

ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, – ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა. „პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს […]
მამუკა ხაბარელი – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ გახსნამდე 3 თვე დარჩა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე, შესაბამისად საორგანიზაციო კომიტეტი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული, – ამის შესახებ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, “ბაკურიანი 2025”-ის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა ხაბარელი ამბობს, რომ ფესტივალის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, “ბაკურიანი 2025” თებერვალში, 1000-მდე სპორტსმენს 48 ქვეყნიდან უმასპინძლებს. “პრაქტიკულად, სამი თვეა დარჩენილი ფესტივალის […]
Tasteatlas-ის საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგში ქართული ამოლესილი ლობიო მე-20 ადგილზეა

Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ამოლესილი ლობიო მე-20 ადგილზეა. Tasteatlas-ი წერს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად წითელ ლობიოს იყენებენ, ხარშავენ, სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ და ჩვეულებრივ მიირთმევენ მჭადთან, ტრადიციულ ქართულ სიმინდის პურთან ერთად. ასევე გავრცელებულია „ლობიო ნიგვზით“, რომელსაც ცივად მიირთმევენ. TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი TasteAtlas-ის აუდიტორიის შეფასებებს ეფუძნება.