შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები მედდებსა და პაციენტის ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ

შოტლანდიის საავადმყოფოში რობოტი-თაროები დანერგეს, რომლებიც მედდებს, პაციენტებს ან მათ ახლობლებს წამლების მიღებას ახსენებენ, – წერს BBC. ინტელექტუალური თარო ქალაქ აბერდინის საბავშვო კლინიკაში დანერგეს და ეს პირველი მსგავსი გამოცდილებაა მსოფლიო სამედიცინო სივრცისთვის. ახალი აღჭურვილობა სამედიცინო პერსონალს უმსუბუქებს სამუშაოს. ექიმებს შეჰყავთ მონაცემები რობოტ-თაროში იმის შესახებ, თუ როდის და რა დოზით უნდა მიიღოს პაციენტმა ესა თუ ის პრეპარატი. […]
პოლონეთმა საჰაერო გველით ელექტროენერგიის გამომუშავება დატესტა

ვროცლავის სტარტაპმა NJORD Energy, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, მიაგნეს ელექტროენერგიის გამომუშავების გზას საჰაერო გველების გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიციული ქარის ტურბინების ალტერნატივა იქნება. საჰაერო გველი დაფრინავს 1000 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია. კონტროლის ინოვაციური სისტემები შესაძლებელს ხდის მცირე ქარშიც კი დიდი ენერგიის გამომუშავებას. კაბელთან დაკავშირებული გენერატორი გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად. ტესტებმა […]
მაკა ბოჭორიშვილი – მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი – პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა

გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას. მისივე თქმით, პერფორმანსი, თუ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ახლა უკრაინაში სარაკეტო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ოთხი ტიპის რაკეტის გამოცდა […]
რუსეთ-უკრაინის ომი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მალე დასრულდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში რუსეთთან ომი “გაცილებით მალე” დასრულდება. “ცხადია, ომი ახლა გაცილებით მალე დასრულდება იმ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს – ეს არის მათი დაპირება მოქალაქეების მიმართ” უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ომი შემდეგ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს”. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ […]
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ქეროლაინ ლევიტის კანდიდატურას განიხილავს

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის კანდიდატად 27 წლის ქეროლაინ ლევიტი შეარჩია. ლევიტი ტრამპის კამპანიას 2024 შეუერთდა და მისი გარდამავალი გუნდის მთავარი სპიკერი იყო. მან არჩეული პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვა იმით, რომ მას ინტერვიუებში აქტიურად იცავდა. თუ ლევიტი ამ თანამდებობაზე დაინიშნება, თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი იქნება. აქამდე […]
,, ეს თვალი რომ აიხვია სანტავიკით, ბანძი, სპეციალურად რომ დაამძიმოს მუხლი” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია: ,,კალანდარიშვილი არის მდაბიო თაღლითი; ეს თვალი რომ აიხვია სანტავიკით, ბანძი, სპეციალურად რომ დაამძიმოს მუხლი. სუსს რომ ებრძანა მისთვის ტიტლიკანა დაჯდებოდა იმ სხდომოს გასაგძელებლად”
დიმიტრი ხუნდაძე – მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო – ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება

კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს , რითაც დღეს ცესკოში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისივე თქმით, ყველა უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანა და საზოგადოებაც დაცული იქნება. „კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს […]
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მზადაა გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია ძალაუფლების დათმობის შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა. „აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება… მათ, ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ, ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, […]
ლაშქარავაზე თავდასხმელები ამნისტიით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს – “ტვ პირვველი”

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე დაკავებულ პირებს ამნისტია შეეხოთ და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მათი ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულები დავით კუტალაძე და თორნიკე დავლაშერიძე. 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე 6 მსჯავრდებულს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. თავდაპირველად მათ პირველი ინსტანციის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, […]