ვადამდელ არჩევნებში გერმანიის კანცლერის კანდიდატად ფრიდრიხ მერცი მოიაზრება

გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის პოსტზე სავარაუდო კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი მიიჩნევა. მერცი მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა ამ პოზიციისთვის, მაგრამ მის ნაცვლად ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აირჩიეს. მერკელისგან განსხვავებით, ფრიდრიხ მერცმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი უფრო კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანა. მერცი უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა მიგრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის მხარს […]
ზელენსკი: პუტინი არა მოლაპარაკებით, არამედ საკუთარი იზოლაციის დასრულებითაა დაინტერესებული

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი “არ არის დაინტერესებული მოლაპარაკების გამართვაში ომის დასასრულებლად, მაგრამ უცხოეთის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვა სურს საკუთარი საერთაშორისო იზოლაციის დასრულების მიზნით”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარი გაიმართა პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის. “ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას […]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ზუგდიდი მერიის ინფორმაციით, ცაიშსა და ცაცხვში მიმდინარე პროექტებს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მერის მოადგილეები და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. „ცაიშში ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, შიდა გზების და აღმართების საფარის მოწყობა […]
ეზიდთა სასულიერო საბჭო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს

ეზიდთა კულტურის ცენტრში დღეს, საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს – ღონისძიების მასპინძელი ამჯერად ეზიდთა სასულიერო საბჭო გახლდათ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის დღე მიულოცა ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი ფირბარიმ. საქართველოში ტოლერანტობის ტრადიციაზე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ქართული სახელმწიფოს როლი ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში იყო რელიგიის […]
ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია, “დაიბრუნე ხმა” გაიმართება

ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა” გაიმართება. როგორც ცნობილია, აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ხოლო ორგანიზატორები ისაუბრებენ ხედვაზე, როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე. “2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა […]
“გოლების გატანას უმაღლეს დონეზე კვლავ აგრძელებს” – მარტინესი რონალდოთი აღფრთოვანებულია

ერთა ლიგის მე-5 ტურში პორტუგალიამ პოლონეთის ნაკრები 5:1 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ალ ნასრის” ფორვარდის შესახებ ისაუბრა. “მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშზე მისი თავდადება დისციპლინაში და შრომისმოყვარეობაში ითარგმნება. ის გოლების გატანას კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს, რონალდო დიდებულია”, – განაცხადა მარტინესმა. […]
„სომხეთის ბაზარმა მოლოდინებს გადააჭარბა“ – როგორც ვითარდება Phubber-ი რეგიონში?

ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა Phubber-ი ამ დროისთვის ორ ბაზარზე – სომხეთსა და საქართველოზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა. როგორც ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, სომხეთის ბაზარზე, სადაც Phubber-ი 2023 წლის მაისიდანაა წარმოდგენილი, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, Phubber-ს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მთავარ აქცენტს მისი სრულად ათვისება წარმოადგენს.
ტექინსპექტირების ცენტრები ტარიფების 30 ლარით გაზრდას ითხოვენ

„სექტორს მიმართვა გვაქვს გაკეთებული სამინისტროსთან. ჯერჯერობით, სიახლე არ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ტექინსპექტირების საფასური. დაგვპირდნენ, რომ განიხილავენ მოთხოვნას და დაგვიბრუნდებიან პასუხით“,- ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, შეიძლება ითქვას, რომ ფასები 2025 წლის დასაწყისიდანვე არ იქნება გაზრდილი. „ამ მდგომარეობით, […]
პოლონეთმა საჰაერო გველით ელექტროენერგიის გამომუშავება დატესტა

ვროცლავის სტარტაპმა NJORD Energy, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, მიაგნეს ელექტროენერგიის გამომუშავების გზას საჰაერო გველების გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიციული ქარის ტურბინების ალტერნატივა იქნება. საჰაერო გველი დაფრინავს 1000 მეტრ სიმაღლეზე, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია. კონტროლის ინოვაციური სისტემები შესაძლებელს ხდის მცირე ქარშიც კი დიდი ენერგიის გამომუშავებას. კაბელთან დაკავშირებული გენერატორი გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად. ტესტებმა […]
ევროკავშირის სიმღერების პირველი წიგნი გამოიცა – სიმღერები ევროპელებმა კენჭისყრით შეარჩიეს

ევროკავშირის სიმღერების პირველი წიგნი გამოიცა. მასში შეტანილია ექვი სიმღერა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან და ბეთჰოვენის “Ode to Joy”, როგორც ევროკავშირის ჰიმნი, ასევე ერთი სიმღერა დიდი ბრიტანეთიდან. საფრანგეთიდან კოლექციაში შედის ედიტ პიაფის სიმღერა “სიყვარულის ჰიმნი”, იტალიიდან – “Bella Ciao” (ხალხური სიმღერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის წინააღმდეგობის ჰიმნად იქცა), პორტუგალიიდან – „გრანდოლა, ვილა მორენა“. სულ წინგნში […]