წილოსანი: ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა სადისტური აქტი და დანაშაულია

“ამ ბოროტმოქმედების საქციელი დიდი ხანია, რაც გასცდა გამოხატვის თავისუფლებას ან აქტივიზმის რაიმე ფორმას. ცესკოს თავმჯდომარისთვის თვალებში საღებავის შესხმა – ეს არის სადისტური აქტი და დანაშაული. ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის მხრიდან წერტილი დაუსვა მათ რაიმე ამბიციას და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ასევე სამართლებრივი ფორმითაც და ჩვენ ბევრი გვექნება საფიქრალი იმაზე, როგორ შეიძლება, რომ ერთხელ და […]

„წყლის ლიცენზიის აუქციონი დღემდე არ გამოცხადებულა, მიზეზი უცნობია“ – “ნუნისის” დამფუძნებელი

სასტუმრო „ნუნისის“ დამფუძნებლის ირმა დაუშვილის თქმით, ბალნეოლოგიურ კურორტზე წყლის ლიცენზიის მოპოვებაზე მარტში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ამ დრომდე აუქციონი არ გამოცხადებულა. „საქმიან დილასთან“ საუბრისას, დაუშვილმა განაცხადა, რომ მათთვის შეფერხების მიზეზი უცნობია. სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ კურორტზე 5 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადება ერთი მხრივ აუქციონის არგამოცხადების და მეორე მხრივ, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ფერხდება. „სამწუხაროდ, პროცესი ვერ […]

ბერძნული SKY express ათენი-თბილისის ავიარეისებს კვირაში სამჯერ Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. “ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ პირდაპირ რეგულარულ რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო. ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას […]

ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აფხაზეთში ისევ საპროტესტო აქცია დაიგეგმა

აფხაზეთში, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას 15:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს, რომ “ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს.” “ასლან ბჟანია უნდა გადადგეს, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილური გახდეს,” – წერია განცხადებაში. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს აფხაზურ ინტელიგენციასთან აქვსhttps://t.me/respublicaabh/9868 შეხვედრა. ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.

ბჟანია აცხადებს, რომ გადადგება თუ ოპოზიცია სამთავრობო შენობებს დატოვებს

“აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება. არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში […]

რა შემთხვევაში დააზარალებს ახალი საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესს? – მოსაზრება

ფინანსთა სამინისტრომ დამატებული ღირებულების გადასახადის ადმინისტრირების წესი გაამკაცრა. ბრძანების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს რამდენიმე იურიდიული პირი, შპს ანდაც ინდმეწარმე. ამისთვის კი შემდეგი კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს – კომპანიების საქმიანობასთან და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი უნდა იღებდეს, ასევე მათი საქმიანობის ადგილი და […]

“არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს” – რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?

“არავითარი პრო-ქართული ელემენტები იქ ამ ეტაპზე არ არსებობს” – რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში? საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: ალბათ თვალს ადევნებთ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც ე.წ. “რუსული ინვესტიციების” კანონის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა ე.წ. “მთავრობის” ადმინისტრაციაზე შტურმი მოაწყვეს, ხოლო პარლამენტში ფანჯრები დაამსხვრიეს. კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტერიტორიების შეძენასა და […]

სი ძინპინთან ბოლო მოლაპარაკებისას ბაიდენი შეეხება ჩრდილოეთ კორეის კავშირებს რუსეთთან

გავრცელებული მოლოდინით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან თავის ბოლო შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებისკენ – უფრო მეტად აღარ გააღრმაოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერა. შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება, პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად – ორი თვით ადრე მანამ, სანამ ბაიდენი ოფისს დატოვებდეს, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვადის […]

მამუკა მდინარაძე – შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის ბოლოდროინდელ აქტივობებს და ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას ეხმაურება. როგორც მდინარაძე აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს. “შავი ლაქა! ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო! საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს! მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…“ – […]

ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს

ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. „მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, – განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ […]