სალომე სამადაშვილი – დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია

დღევანდელი აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ევროკავშირს, როგორ მოგვპარეს არჩევნები, როგორ გადახია ივანიშვილმა კონსტიტუცია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, მარშის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ქართველმა ხალხმა ევროკავშირს უნდა შეახსენოს, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაატარებს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, გვერდში დაუდგნენ ქართველ […]
ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე დაგეგმილ აქციას მსვლელობით უერთდებიან

მოქალაქეები, სხვადასხვა ლოკაციიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან, სადაც 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“. აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. ამასთან, ამ წუთებში მსვლელობას მართავენ, სტუდენტებიც, რომლებიც შეუერთდებიან პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. როგორც ცნობილია, დაანონსებულ […]
პარლამენტთან აქციაზე სახელწოდებით – „დაიბრუნე ხმა“ იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე, სახელწოდებით – „დაიბრუნე ხმა“ ემზადებიან.ადგილზე მოქალაქეთა ნაწილი უკვე არის შეკრებილი, მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერებით – “არჩევნები გაყალბდა”, “მე ვნახე გაყალბება”, “მე ვნახე მოსყიდვა”, “მე ვნახე კარუსელი”, “ხმის ფარულობა დაირღვა”, “დაიბრუნე ხმა” და ა.შ. როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას […]
ალეკო ელისაშვილი – არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს – არ შევეგუები და ვიბრძოლებ!

მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას! – ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსს” მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მხარდამჭერებთან ერთად გაერთიანება დაანონსებულ აქციას “დაიბრუნე ხმას” უერთდება. მისივე თქმით, არ უნდა შევეგუოთ, რომ არჩევნები გააუქმეს. “ეს აქცია სამოქალაქო ინიციატივაა, რომელსაც ვუერთდები, ეს არ არის პარტიების ორგანიზებული. […]
თბილისში სხვადასხვა ლოკაციიდან სტუდენტები ლოზუნგით – „დაიბრუნე ხმა“ მსვლელობას მართავენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – „დაიბრუნე ხმა“ მართავენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.სტუდენტებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული ბანერები. ისინი მარშით დაიძრნენ საკუთარი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს რუსთაველის მეტროსთან სხვა […]
საბო: ყოჩაღ – ქართველებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ

ერთა ლიგის მეხუთე ტურში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩის შესახებ საკუთარი მოსაზრება ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ გამოთქვა. „შეხვედრამდე ვთქვი, რომ წავაგებდით. რატომ ვთქვი ეს? პირველ რიგში ვიცი, რა ძნელია საქართველოში თამაში, იქ ეროვნულ გუნდს არანორმალური მხარდაჭერა აქვს. მეორე – ამჟამად მათ ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში იყო, მე მომეწონა. რებროვი – […]
თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია
თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, […]
თბილისში სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – “დაიბრუნე ხმა” – მართავენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები მსვლელობას ლოზუნგით – “დაიბრუნე ხმა” მართავენ. ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტებიდან მარშით დაიძრნენ. მარშის დღის წესრიგი შემდეგია: 17:00 – ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან 17:00 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 18:00 – თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, შავი […]
დონალდ ტუსკი – პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს – მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც

ვლადიმერ პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს, მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, წუხელ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმამ დაამტკიცა, რომ სატელეფონო დიპლომატია უკრაინის მიმართ რეალურ მხარდაჭერას ვერ შეცვლის. „პუტინს სატელეფონო ზარებით ვერავინ შეაჩერებს. გუშინ ღამით განხორციელებულმა თავდასხმამ, […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – არავის ხვეწნას არ დავუწყებთ – პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას, ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე აღარ უნდა იფიქრონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე […]