ნიკა გვარამია – ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა „ორკებისგან“ – ეს ქვეყანა ჩვენია, ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება

ეს ქვეყანა ჩვენია და ხალხმა რაც აირჩია, ისეთი პარლამენტი შედგება – ირაკლი კობახიძე საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, გამოდით მეგობრებო!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა. მისი თქმით, მათი ამოცანა მოპარული ხმების უკან დაბრუნებაა. „ჩვენი ამოცანაა, მოპარული ხმების უკან დაბრუნება და სამშობლოს გამოხსნა ამ ორკებისგან და მახინჯებისგან, რომლებმაც ეს ქვეყანა წაგვართვეს. […]
ელენე ხოშტარია – მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ბრძოლაა დაწყებული ქვეყანაში, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ დავიბრუნებთ ქართულ სახელმწიფოს და ევროპულ მომავალს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოს მოქალაქეები ქართულ სახელმწიფოს და ევროპულ მომავალს არ დაიბრუნებენ. მისივე თქმით, საქართველოში უკვე “მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ბრძოლა არის დაწყებული”. “ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ბრძოლა არის დაწყებული ამ ქვეყანაში, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს და ევროპულ მომავალს!”, – განაცხადა ხოშტარიამ.
გიორგი ვაშაძე – თვითმარქვია ხელისუფლებას პასუხი უნდა მივცეთ – ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს, ამაში დარწმუნებული იყავით

ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია – ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა “თვითმარქვია ხელისუფლებას” პასუხი უნდა მოსთხოვოს. “ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ბრძოლა გრძელდება, თვითმარქვია ხელისუფლებას ჩვენ პასუხი უნდა მივცეთ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. ყველანი შემოგვიერთდით, […]
რუსეთის ოპოზიცია ბერლინში ომის საწინააღმდეგო მსვლელობას მართავს

17 ნოემბერს ბერლინში იმართება რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლების, ილია იაშინის, იულია ნავალნაიას და ვლადიმირ კარა-მურზას მიერ ორგანიზებული მსვლელობა ომის წინააღმდეგ. დემონსტრანტები მოითხოვენ უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანას, ვლადიმირ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას რუსეთში. მსვლელობის მონაწილეებმა თავი მოიყარეს ჰენრიეტე-ჰერცის პარკში, საიდანაც ისინი რუსეთის საელჩოსკენ მიემართებიან. მსვლელობას მიუძღვებიან ნავალნაია, იაშინი და კარა-მურზა. დემონსტრანტები […]
ბეირუთზე ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა ჰეზბოლას პრესმდივანი – აცხადებს ჯგუფის წარმომადგენელი

ბეირუთის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს 17 ნოემბერს ემსხვერპლა ჰეზბოლას მთავარი პრესმდივანი, მუჰამედ აფიფი – აცხადებს ექსტრემისტული ჯგუფის ოფიციალური პირი. ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს. აფიფი იყო ჰეზბოლას მედიასთან ურთიერთობების […]
მამუკა ხაზარაძე – არავინ არ უნდა ჩამოუშვას ხელები, გამარჯვება და ბრძოლა ახლა იწყება – “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი რუსეთისკენ გააკეთა, საკითხი ასე დგას: ან ევროპა, თავისუფლება, დემოკრატია და განვითარება, ან ჯურღმულში დაბრუნება

რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა ამის შენარჩუნებას ცდილობენ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ აღიარა არცერთმა „ნორმალურმა მეგობარმა“ და არ აღიარა ქართველმა ხალხმა. „რა განცხადებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტია, რომ არჩევნები ქართველ ხალხს წაართვეს და ახლა […]
ზურაბ ჯაფარიძე – არჩევანი წაგვართვეს და რუსები თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს – ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, ეს არის გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის

არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს – რუსები – ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი. „ეს პროტესტი არის მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს და ეს არჩევანი იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ქვეყანა უნდა […]
ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს – მოსაზრება

საქართველოში პენსია ყოველწლიურად იზრდება, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური პირობების და ფასების გათვალისწინებით თანხა არასაკმარისია, მაგრამ ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტს პენსიის მეტად ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. საინტერესოა, რამდენი უნდა იყოს პენსია, რომ პენსიონრებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლონ? მომავალი წლიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვის ასაკობრივი პენსია 350 ლარი გახდება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 450 ლარს მიიღებენ. […]
საპროტესტო მსვლელობა თბილისში – დეტალები

საპროტესტო მსვლელობა თბილისში – დეტალები ფოტო – ტვ პირველი საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან პროდასავლური ოპოზიცია და მათი მხარდაჭერები რუსთაველის გამზირისკენ უკვე დაიძრნენ. დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მარშით მიემართებიან სტუდენტებიც. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი საპროტესტო აქცია ორგანიზაცია “ჩემი ხმის” მიერ არის დაანონსებული. ადგილობრივი დამკვირვებლები მოქალაქეებს იმ დარღევევების შესახებ მოუყვებიან, რომელიც […]
სამადაშვილი: 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ EU-ის საგარეო მინისტრებს ვრცელი წერილით მივმართეთ

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წერს, რომ 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ვრცელი წერილით მიმართეს. “ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბევრ რამეს განსაზღვრავს სამომავლოდ. ოთხმა გამარჯვებულმა პარტიამ ერთობლივი, ოფიციალური და ვრცელი წერილით მივმართეთ მათ. მოვუწოდეთ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად […]