“არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს, მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ” – სტუდენტების მანიფესტი

საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღევანდელ აქციაზე მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. ამასთან, მანიფესტში წერია, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს. “საქართველოს სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და ვგმობთ ქართული […]

კვლავ ფორმაშია! – შოთა არველაძემ მადრიდის “რეალს” გაუტანა [VIDEO]

ამ წუთებში “აიაქსის” ლეგენდები მადრიდის “რეალის” ლეგენდებს მასპინძლობენ, პირველი ტაიმი ამსტერდამელებმა შოთა არველაძის გოლით 1:0 მოიგეს. შოთამ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. შეგახსენებთ, არველაძე “აიაქსის” ღირსებას 1997/2001 წლებში იცავდა, რა დროშიც 124 ოფიციალურ მატჩში 72 გოლის გატანა მოახერხა.

დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა. მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად […]

სოხუმში ჩავიდა ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, უკრაინაში მეძრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა. 17 ნოემბერს დილით ავიძბამ ფეისბუკის ლაივი ჩართო, რომელშიც ჩანდა სოხუმისკენ მიმავალი გზა, თვითონ ავიძბა კადრში არ გამოჩენილა, ავტომობილში ისმოდა სიმღერა „აქ მუშაობს „პიატნაშკა“ ძმებო“. მოგვიანებით ავიძბამ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა „აფსნი“, შემდეგ კი გამოცემა „Газета.ру“-ს კომენტარი მისცა „წამოვედი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან […]

ბადრი ჯაფარიძე – გეგმა არის უწყვეტი პროტესტი, სხვა გეგმა არ არსებობს – არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია

გეგმა არის უწყვეტი პროტესტი! სხვა გეგმა არ არსებობს! უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი. არ მოხდება იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია, რომელიც გაყალბებული არჩევნებით იქნა არჩეული,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა, სადაც აქციაა დაანონსებული. ჯაფარიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ნახავს საზოგადოება „რა უმსგავსობები“ მოხდა 26 ოქტომბერს. “აქ მოვედით იმისთვის, რათა ვნახოთ უამრავი […]

რუსთაველის გამზირზე აქციის – „დაიბრუნე ხმა“ მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის სახელწოდებით – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციას მსვლელობით ოპოზიციური პარტიის ლიდერები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს. […]

გიორგი მარგველაშვილი – ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ სამშობლო გავათავისუფლოთ – ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს

ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მისი თქმით, სამშობლოს გათავისუფლებაში დღეს ყველა სხვადასხვა ფორმითაა ჩართული. „ტყუილი არ მიიღო არამარტო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არამედ რიგითმა ქართველმა ამომრჩეველმაც, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ამას […]

სტუდენტების მანიფესტი: არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს! გავიმარჯვებთ სახელოვნად!

სტუდენტებმა, რომლებიც ამ წუთებში მსვლელობით მიემათებიან საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომლის ლოზუნგიცაა “უთხარი არა გაყალბებულ არჩევნებს და დაიბრუნე შენი ხმა“, ერთობლივი სტუდენტური მანიფესტი წაიკითხეს. მანიფესტში წერია, რომ სტუდენტები უერთდებიან საერთო სახალხო პროტესტს და გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც, მათი სიტყვებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო […]

ლიეტუვა აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს

12 ნოემბერს, ლიეტუვას პარლამენტმა დაამტკიცა შეზღუდვები აზარტული თამაშების რეკლამაზე, რომელიც მომავალი წლის ივლისიდან შევა ძალაში. „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც 2025 წლის ივლისიდან აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს, 73-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. რეკლამის აკრძალვა, გამონაკლისის სახით, არ ვრცელდება სპორტული შეჯიბრებებსა და ღონისძიებებზე, ასევე სპორტის სპონსორობასა და სპორტული შეჯიბრებების ტრანსლირებაზე. ამ […]

“ნურავინ მომთხოვს რომ შევეწირო. მე თქვენს ბრძოლას არ ვიბრძვი, მე ჩემს ბრძოლას ვიბრძვი” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი: მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ძალიან პატარები არიან და დედა ახლა სჭირდებათ. მე პასუხისმგებლობები მაქვს, მე ვერ წავალ ყველაფერზე, მე ვერ შევაკვდები სისტემას. სადღეგრძელოებს არ ვაპირებ და ვერ მოგატყუებთ, მე ვერ გავწირავ სისცოცლეს. იმასაც გეტყვით, რომ მე ვერ გავრისკავ ჩემს თავისუფლებას, ამ სისტემისთვის კი მარტივია დაგაბრალოს დანაშაულის ჩადენა, როცა არ ჩაგიდენია, […]