პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ, ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“. ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის […]
“იკეტება თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია – ქუჩები იხერგება მანქანებით, ხალხი რჩება ქუჩაში!” – ნიკა მანაგაძე

🔴 ამ წუთიდან ცხადდება არაძალადობრივი საყოველთაო დაუმორჩილებლობა! ⚫️ წერტილი პირველი: იკეტება თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია – ქუჩები იხერგება დიდი მანქანებით, ხალხი რჩება ქუჩაში! #წინააღმდეგობისმოძრაობა 🇬🇪🇪🇺
რუსეთმა მასშტაბური დარტყმები მიიტანა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა – იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 17 ნოემბერს. რუსეთის დრონების და რაკეტების სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ობიექტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით – რის გამოც მეზობელი პოლონეთი იძულებული გახდა მობილიზაციაში მოეყვანა საბრძოლო თვითმფრინავები. “რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა: დრონები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, […]
რუსეთი მოსკოვში გულაგის ისტორიის მუზეუმს ხურავს

რუსეთი მოსკოვში გულაგის ისტორიის მუზეუმს ხურავს რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ხუთშაბათიდან, 14 ნოემბრიდან, დაიხურა გულაგის ისტორიის მუზეუმი, რომელიც საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ინახავს. მისი დახურვა, ოფიციალურად, სახანძრო უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევით ახსნეს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე აქტიური კამპანიის ფონზე გადაიდგა, ვინც სახელმწიფოს მიერ ისტორიის ინტერპრეტაციას ეჭვქვეშ აყენებს. […]
“ძვირს ვიხდით, მაგრამ სათანადო მომსახურებას ვერ ვიღებთ”- მოსახლეობას დენი, გაზი და წყალი სულ უფრო ხშირად უწყდება

დედაქალაქში კომუნალური სერვისის მიწოდების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტობრივად, დენი, გაზი, წყალი მოსახლეობას მუდმივად შეფერხებით მიეწოდება და მიზეზად, უმეტესწილად, ავარიული მდგომარეობა სახელდება. ცალსახაა, რომ კომპანიები კეთილსინდისიერად ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. თითქმის ყოველდღიურად ხდება შეფერხება ამა თუ იმ უბანზე წყალის, შუქისა და ბუნებრივ აირის მიწოდების მხრივ. ეს კი ქმინს დისკომფორტს როგორც მოსახლეობაში, ასევე ხელი […]
გიორგი ვაშაძე – დღეს პროტესტის ახალი ეტაპი დავიწყეთ, 24 საათის მანძილზე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ჩვენ მაქსიმალურად ორგანიზებული ვართ იმისთვის, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ. პირველი 24 საათის წამზომი ჩაირთო და ჩვენი ერთიანობით ჩვენს გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს მიმდებარედ, აქციაზე განაცხადა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. “ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ვსაუბრობდით, რომ ახალ-ახალი ნაბიჯები გვექნებოდა, რასაც გადავდგამდით. […]
ელენე ხოშტარია აქციის მონაწილეებს – აქ არის კარვები, წყალი, საკვები, გათბობა, პლედი, ყველანაირი საშუალება გექნებათ, რომ ღამე ვიყოთ, 24 საათი ვაჩვენებთ არა მხოლოდ ჩვენს გამძლეობას, არამედ შემართებას და გამარჯვების ჟინს

ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თქვენ, მოქალაქეებმა მოგვეცით მანდატი არა იმისა, რომ სადღაც პარლამენტში შევიდეთ, არამედ იმის, რომ ეს ქვეყანა ევროპის გზაზე გავიყვანოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. მისი თქმით, ისინი ამ ვალდებულებას აიღებენ და ხალხთან ერთად შეასრულებენ. „მივესალმები ყველას, ვინც […]
ნიკა გვარამია – პოლიციას კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით: ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენ გვერდით დადექით – ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ

[პოლიციას] კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს! კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნეთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად, – ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ აქციის მონაწილეების მხარე დაიჭირონ. მისივე თქმით, სამართალდამცველები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ, რადგან მათ ანაზღაურებას ქართველი […]
ნიკა გვარამია – როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად – უფლება არ გვაქვს, ეს ქვეყანა დავკარგოთ

როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! – ასე მიმართა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიას თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს. მისივე თქმით, ეს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და საქართველოში მცხოვრები […]
ხატია დეკანოიძე – მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რომლებიც ახლა ტელევიზორთან არიან და გვიყურებენ: ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გამოდით ქუჩაში ყველა!

ეს არის 24-საათიანი პროტესტი. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და გადამწყვეტი ნაბიჯები კიდევ მრავლად იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა. მან მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და ასევე მიმართა, რომ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის სავარაუდო მცდელობებს არ აჰყვნენ. „მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, რომელიც ახლა არის ტელევიზორთან და გვიყურებს, ჩვენი გასაკეთებელი […]