კარვების გაშლის გამო, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს – ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით. ადგილზე მობილიზებული […]
„ჩვენ ღამეს სამშობლოს ვუთენებთ“ – დემონსტრანტები ჭავჭავაძეზე დარჩენას ორშაბათ საღამომდე აპირებენ

თბილისში, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია და იქ რამდენიმე ასეული ადამიანია მისული. დემონსტრანტებს, რომლებიც, მათი განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, საათში ერთხელ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. მათი განცხადებით, გეგმა ერთია – ადგილზე დარჩენა ორშაბათის საღამოს რვა საათამდე. ადგილზე გაშლილია სამი კარავი. არიგებენ ცხელ სასმელს, საკვებს და თბილ პლედებს. რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი […]
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა – როგორ გამოიყურება კავკასიის ეკონომიკა

2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა, – ამის შესახებ ვკითხულობთ კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც კავკასიის ქვეყნების ეკონომიკებს აანალიზებს. მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.6% შეადგინა. ოქტომბრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 7.6% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, […]
ჭავჭავაძის გადაკეტვის გამო თსუ-ში ლექციები 1 დღით უქმდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, სასწავლო პროცესს 1 დღით აუქმებს. “გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით”, – მისწერეს […]
ხატია დეკანოიძე – ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს – ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით

ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ სადღაც დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს – ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, გეგმა არის, რომ 24 საათი ჭავჭავაძის გამზირზე უნდა იდგნენ. „აქ დილიდან დაიწყება რუსული დეზინფორმაციების მანქანის მობილიზება, რომ ვიღაც წავიდა, ხალხი არ […]
“აუ, ნინ რა საშინელებაა” – გივი თარგამაძე წილოსანს

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე: აუ, ნინ რა საშინელებაა მარა ნახე თვალშიც რომ არ ჩასვლია ამ კლოუნს და იმსახიობა გიჟივით? რომც ჩასვლოდა, უბრალოდ უნდა გამოებანა კარგად. სულ ეგაა. მე ამაფეთქეთ მშვიდობის მტრედებმა, გახსოვს?
არგენტინის პრეზიდენტმა COP29-დან დელეგაცია გაიწვია და მოლაპარაკებები შეწყვიტა

არგენტინის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს უბრძანა, ბაქოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენციის ხელმომწერ მხარეთა 29-ე კონფერენცია (COP29) დაეტოვებინათ და მოლაპარაკებებიდან გასულიყვნენ. ხავიერ მილეი კლიმატის ცვლილებას არა მხოლოდ უარყოფს, არამედ დარწმუნებულია, რომ გლობალური დათბობის შედეგების შერბილების ღონისძიებები გაერო-ს „პოლიტიზებული“ დღის წესრიგის ნაწილია. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, პრეზიდენტ ხავიერ მილეის ბრძანებით, COP29-ში მონაწილეობის მისაღებად […]
ჩეხების მწვრთნელი: საქართველოსთან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ – რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ

ერთა ლიგის B1 ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია. 19 ნოემბერს ჩეხეთი საქართველოს, ხოლო ალბანეთი უკრაინას უმასპინძლებს. ჩეხეთს ფრე ხელს არ აძლევს, ვინაიდან თუ ალბანეთმა სახლში უკრაინას სძლია, პირველ ადგილს დაიკავებს, ამიტომ ჩეხებს მიზნის […]
როიტერსი: ბაიდენმა უკრაინას მოუხსნა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე – ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო როიტერსი, სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. ეს წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას უკრაინაში რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის მიმართ. წყაროებმა როიტერსს აცნობეს, რომ უკრაინა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა დეტალები […]
,, და როგორც იქნა ოპოზიციამ გეგმა დაიდო… გეგმა, მაგრამ რა გეგმა!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,მაპატიეთ დაგვიანებული აღფრთოვანება და მადლიერება. და როგორც იქნა ოპოზიციამ გეგმა დაიდო.:)) გეგმა, მაგრამ რა გეგმა! ქუჩის ძალაც ერთობაშია და რადგან ხალხმა დაინახა რომ ბრძოლისთვის ლიდერები არიან მზად, ერთობაც იქნება!“