პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ, ადგილზე ამ დროისთვის, 3 კარავია გაშლილი

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე გადმოვიდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები: „საქართველოს გაუმარჯოს“. ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მოიტანეს პლედები და „პარალონები“. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას გააცხადა, წამზომი ჩაირთო და მომდევნო 24 საათი საღამოს 8 საათამდე ისინი ჭავჭავაძის […]
კარვები გაიშლება სამ ლოკაციაზე – აქცია თბილისში

ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირები, ვარაზისხევი – ეს ის სამი ლოკაციაა, რომელსაც მოქალაქეები გადაკეტავენ. ოპოზიციამ უწყვეტი, 24 საათიანი პროტესტი უკვე დააანონსა. აღნიშნულ ლოკაციებზე გაშლიან კარვებსაც. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. ხალხი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.
“უნდა ვარყიოთ სანამ არ ჩამონგრევა” – ნიკა მელია

“ცვლილებისთის” ლიდერმა ნიკა მელიამ მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მიმართა და თქვა: ვიწყებთ დემოკატიულ ტალღას, რომელმაც უნდა წალეკოს რეჟიმი. უნდა ვარყიოთ სანამ არ ჩამონგრევა. ნაწილობრივი წარმატებები უკვე მიღწეულია. მიღწეულია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მათ არ აქვთ აღიარება ამ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მათ შორის თქვენი და სხვების დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქალაქის ქუჩებში ხალხი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.
“მორჩა სეირნობა, ვკეტავთ ყველაფერს, პასუხისმგებლობას ვიღებთ ლიდერები” – გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან საუბრისას, თქვა: მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი , ვინც მივიღეთ ყველაზე მეტიუ ხმა საქართველოს მოსახლეობისგან ვინც, თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს, […]
დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა. მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად […]
ლაშა ბუღაძე – ბევრი ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ

ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმიტომ, რომ ფარულობა დაირღვა, – ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი შავი ლაქის დამღას ვერასდროს მოიშორებს. „დამნაშავე კალანდარიშვილი, ვერასდროს მოიშორებს შავი ლაქის ამ დამღას, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე პოლიტიკურადაც, ისინი არალეგიტიმურები არიან. „ფეისბუქიდან“ გამოდით ქუჩებში. საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ეს იყო პრობლემა, ყოველთვის […]
ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს “ბარსელონა” კვარაცხელიას

Il Mattino-ს ცნობით, “ბარსელონა” მზადაა “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 80 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი შესთავაზოს, თუმცა ნეაპოლური კლუბი, სავარაუდოდ, ამ წინადადებაზე არ დათანხმდება. Sky Sport-ი წერს, რომ კვარაცხელიათი პსჟ ისევაა დაინტერესებული, მაგრამ უფრო “ბარსელონა” აქტიურობს, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და თუ “ნაპოლი” 100 მილიონზე ნაკლებად გაყიდვაზე დათანხმდება, […]
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები თსუ-სკენ დაიძრნენ – რატი ამაღლობელმა მათ უნივერსიტეტთან მყოფი პირების დახმარებისკენ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, პოეტმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრან. როგორც ამაღლობელმა განმარტა, იქ შეკრებილ პროტესტანტებს არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი. “ჩვენი თანამებრძოლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსთან არიან. მათ არ აძლევენ უფლებას, რომ გამოთქვან თავისუფალი პროტესტი. ჩვენ, ყველანი ერთად, სოლიდარობის ნიშნად მხარში ამოვუდგეთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ახლა […]
ოპოზიციამ ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალა

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. მათი თქმით, პროტესტი 24-საათიანი იქნება. “ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია”, – თქვა კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ. პარალელურად გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც.
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, აქ ვრჩებით“ – თსუ-სთან კარვები იშლება

თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტება ჭავჭავაძე, მელიქიშვილი, ვარაზისხევი და ასე დაიწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა. „მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც […]