NYT: ბაიდენმა უკრაინას შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. ინფორმაციას The New York Times, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ იარაღებს, სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ უკრაინული ძალების დასაცავად გამოიყენებენ. ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა ასევე წერს, რომ “ბაიდენის გადაწყვეტილება აშშ-ის […]
ლევან ცუცქირიძე – ეს არის წინააღმდეგობის, ჩვენი ხმების დაცვის ეტაპი და ამისთვის, ჩვენ, ყველანი მზად ვართ – 25 ნოემბერი არ იქნება დღე, რომლითაც „ქართულ ოცნებაში“ ბედნიერები იქნებიან

ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომელსაც ყველა ველოდებოდით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის წინააღმდეგობის და ხმების დაცვის ეტაპი, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის. „ოპოზიციაში ყველამ ვიცოდით, რომ ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც ნებით, დემოკრატიულად ჩაატარებდა სამართლიან არჩევნებს და შემდეგ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებდა. ამის […]
თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტმა აცნობა, რომ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები ერთი დღით შეჩერდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება ერთი დღით. სტუდენტების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ შეტყობინებები მიუვიდათ. მათივე ცნობით, დაგეგმილი საგამოცდო პროცესი, რომელიც თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში მიმდინარეობს, განსაზღვრული გრაფიკით წარიმართება. „გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, გავაღვიძოთ

ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მომავალ აქციებზე იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია. „ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, […]
“ქოცები ძალიან ნერვიულობენ, მეც ვინერვიულებდი მათ ადგილზე” – თეა თუთბერიძე

კმარას თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე, ახალგაზრდების თვითორგანიზებას ეხმაურება და წერს: აქციებზე პერიოდული ჩანაცვლება კარვებში ღამე დამრჩენების არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი რომ ადამიანები არ გადაიღალონ და გამოიფიტონ. ეს თვითორგანიზება მჯერა რომ შესაძლებელია და ასევე მჯერა რომ ჩვენი სიმტკიცით დავმარხავთ რუსულ იმპერიალიზმის საქართველოში. გარწმუნებთ არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ, ქოცები ძალიან ნერვიულობენ. მეც ვინერვიულებდი მათ ადგილზე.
“გარეთ გამოდით დაიკიდეთ ეს ტროლები, იბურჯღნაონ აქ” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია: ტროლები დაბლოკეთ. პასუხი არ გასცეთ. და გარეთ გამოდით დაიკიდეთ ეს ტროლები, იბურჯღნაონ აქ
დიმიტრი ცქიტიშვილი – ზოგს შეიძლება მოეწონოს აქციის ესთეტიკა, ზოგს შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტია და ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა – „ოცნების“ დეპუტატები შეიძლება პარლამენტში შეიკრიბონ, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად შეიკრიბება

ჩვენც ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც მოსახლეობასთან ერთად ვართ შეშფოთებულები იმ უმსგავსობით, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება – ჩვენი პარტიაც ამ პროტესტის მონაწილეა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არის უსამართლობის “ძალიან მწვავე” განცდა. „ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია- ქვეყანაში არის უსამართლობის ძალიან მწვავე განცდა. სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა ადგილას, ალბათ, იქნება ასეთი […]
ირაკლი კუპრაძე – ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და იქნება შედეგიანი – ჩვენ ვდგავართ, თსუ-სთან მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, ველოდებით ოპოზიციის მხრიდან მეტ კოორდინაციას და თანამშრომლობას

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და იქნება აუცილებლად შედეგიანი , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც „კოალიცია ცვლილებისა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებით, 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი. მისი თქმით, ყველას გააზრებული აქვს ქვეყანაში არსებული „მძიმე მდგომარეობა“. „ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც დგანან პარლამენტთან, თსუ-სთან, ბათუმში, (უნივერსიტეტში სტუდენტები […]
უწყვეტი პროტესტის გამო, თსუ სწავლას 1 დღით აჩერებს

თსუ-სთან მიმდინარე უწყვეტი აქციის გამო, უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 1 დღით შეაჩერა. ამის შესახებ სტუდენტებს მათ ელექტრონული ფოსტით აცნობეს: ,,ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით”(მთავარი არხი)
კარვების გაშლის გამო, ამ დროისთვის ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი პარალიზებულია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების გაშლის შედეგად, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით არის პარალიზებული. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია ადგილზე არსებული გზაჯვარედინის ყველა მხარეს – ავტომანქანები ვეღარ გადაადგილდებიან ვერც ვარაზისხევზე, ვერც მელიქიშვილის გამზირზე და ვერც ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. ამასთან, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები ამარაგებენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით. ადგილზე მობილიზებული […]