1 დეკემბერს ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალი გაიმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 1 დეკემბერს, 12:00-დან 19:00 საათამდე, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან დარეკვას არ აპირებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან დარეკვას არ აპირებს. ბრაზილიაში G20-ის სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება უკრაინის მიმართ. „1000 დღე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 1000 დღე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა და დიდი კვალი დატოვა უკრაინელების ცხოვრებაზე. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, რასაც სერიოზული შედეგები […]

საცალო ვაჭრობის ბაზარზე „ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ გაერთიანება უფრო დიდ კონკურენციას შექმნის – სოფიო ქაშაკაშვილი

ქართულ ბაზარზე „ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ დადებული გარიგების თანახმად, უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება შეიქმნა, რომლის აქციონერებიც „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები გახდნენ. აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით. „დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო, 19-21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება. ქ. თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19 […]

“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. “ორი კარვით კეტავდე ქუჩებს , სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ […]

უცხოელმა ჰაკერებმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს

წლის დამდეგიდან უცხოელმა ჰაკერებმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს, იუწყება Fox News-ი. კაპიტოლიუმის პოლიციამ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, FBI-ს, რომელიც იძიებს დარღვევას. ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ბილ რაიანმა თქვა, რომ სისტემაში შეღწევის წყალობით ბოროტმოქმედებმა წვდომა მოიპოვეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და კონგრესის ოფისებს შორის ელექტრონულ მიმოწერაზე იანვრიდან 2024 წლის სექტემბრამდე პერიოდში. „ბიბლიოთეკამ აღმოფხვრა დაუცველობის პრობლემა, რომელიც თავდამსხმელებმა […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამხილეს მამაკაცი, რომელიც ცოლის მიმართ ფარულ მიყურადღებას ახორციელებდა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამხილა მამაკაცი, რომელიც ფარულ მიყურადღებას ცოლის მიმართ ახორციელებდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ. თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი […]

ლევან მგალობლიშვილი – სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი

სამშვიდობო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროებით დევნილი ახალგაზრდების როლი, რადგან მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალია და ორიენტირებულია დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ხონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა. ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდებთან აფხაზეთის მთავრობის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც დროებით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებაზე და ნდობის აღდგენაზეა ორიენტირებული. შეხვედრაზე […]

გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულების სასამართლოში გადაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების 48- საათიანი ვადა ამოიწურა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ. თავის მხრივ, “ინტერპრესნიუსთან” კომენტარი გააკეთა გიორგი ლიფონავამ. „განსაკუთრებული […]

„თბილისი ენერჯი“ – კერძო კომპანია „ენ სი თიმ“ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც სამგორის რაიონში 6100 აბონენტს ბუნებრივი გაზი გაეთიშა

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია „ენ სი თიმ“ მიწისქვეშა სამუშაოების დროს გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დაახლოებით, 6100 აბონენტს ბუნებრივი გაზი გაეთიშა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 18 ნოემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულდება. „დღეს, 13:15 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, […]