“მანჩესტერ იუნაიტედი” “ნაპოლის” ოსიმენის სანაცვლოდ ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს – დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

“მანჩესტერ იუნაიტედს” “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ფორვარდი ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს და ნეაპოლურ კლუბს 30 მილიონ ევროსა და ჯოშუა ზირკზეს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს. წყაროს ცნობით, “პარტენოპეის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, ნიგერიელის სრულფასოვანი ტრანსფერით გაყიდვას გეგმავს და “მანკუნიანელთა” ნიდერლანდელის ფორვარდით დაინტერესებული არ არის. გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლი” მზად არის ოსიმენი სხვა გუნდში იანვარშივე გაასხვისოს, […]
თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტირება დასრულდა – როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები?

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან აცხადებს, დეტალური პროექტირება უკვე დასრულებულია და ადგილზე სამუშაოების დაწყება მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი. „დასრულებულია დეტალური პროექტირება და ესკიზის ბოლო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს ისტორიულ კულტურულ საბჭოსთან. ჩემი აზრით, მომავალი წლიდან შეძლებენ აქტიური ფიზიკური სამუშაოები დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ. […]
,,ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა…” – მამუკა ხაზარაძე გეგმას აქვეყნებს

,,ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე: ,,ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა: 1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში; 2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა; 3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” […]
რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი

რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავდა – 18. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, რუსებმა ოდესაში ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე – მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, თუ როგორ სძულთ საკუთარი ქვეყანა – ამ წერილის ავტორები ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო მოღალატეები

ამ წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო მოღალატეები და ქვეყნის შავი ლაქა – სინამდვილეში ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს! – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს. იონათამიშვილის აზრით, მათ ეს წერილი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რომ გამოექვეყნებინათ, მხარდამჭერთა 10%-ც არ მისცემდა ხმას. „მავნებლურ წერილებს […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფარული მიყურადების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ფარული მიყურადების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ქ.თბილისში, 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლესთან უთანხმოების გამო, მისი გაკონტროლების მიზნით, საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ტელეფონის დამტენის ფორმის ფარული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობა დენის წყაროსთან დააკავშირა, რომლის მეშვეობითაც ბრალდებული თავისი მობილური ტელეფონიდან ფარულად […]
კრემლი: ATACMS-ების გამოყენების შესახებ ბაიდენის ნებართვა “თვისებრივად ახალი ვითარებაა”

კრემლი გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს ამერიკული შორსმსროლელი იარაღი. „თუკი ასეთი გადაწყვეტილება მართლაც მიღებულია და ის შეატყობინეს კიევის რეჟიმს, მაშინ ეს დაძაბულობის თვისებრივად ახალი დონე და თვისებრივად ახალი ვითარებაა ამ კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართულობის თვალსაზრისით,“ თქვა 18 ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში ჟურნალისტების წინაშე […]
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო […]
საფრანგეთის საგარეო მინისტრი – უკრაინისთვის რუსეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის რაკეტების გამოყენების უფლების მიცემა ჯერ კიდევ ვარიანტად რჩება

საფრანგეთმა მიანიშნა, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნებართვის მიცემა განხილვის თემად რჩება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ ღიად ვთქვით, რომ ეს იყო ვარიანტი, რომელსაც განვიხილავდით: მივცემდით თუ არა იმ სამიზნეზე დარტყმის უფლებას, საიდანაც ახლა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიას ახორციელებს. ასე რომ, ახალი არაფერია“, – განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა […]
ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არაა – საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაა

ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს – საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის! – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს, რომლის განცხადებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. როგორც […]