ყაზახეთმა და ჩინეთმა საქართველოს გავლით გადაზიდვების გასაზრდელად კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყეს

ყაზახეთმა და ჩინეთმა კასპიის ზღვის სანაპიროზე საკონტეინერო კვანძის მშენებლობა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სატრანსპორტო სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ყაზახური მედია ავრცელებს. „ეს პროექტი გაზრდის ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემაში და გააფართოვებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის პოტენციალს. ჰაბის განხორციელება გაზრდის კონტეინერების ტრანსპორტირებას ტრანსკასპიის მიმართულებით აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით. ასევე ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი სატრანზიტო ტვირთის ნაწილის […]

საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. თბილისის მერიის განცხადებით, ქართველი გულშემატკივრებისთვის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „ტერიტორიაზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, რის გამოც, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის […]

ევროკავშირის საბჭო – ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო

ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. საბჭოს განმარტებით, საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია. „ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, […]

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „სახალხო პარლამენტის“ ინიციატივაზე პრეზიდენტს ხვდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტთან „სახალხო პარლამენტის“ შექმნის იდეას განიხილავენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში პროტესტის გარდა, შეიქმნას სივრცე, სადაც საზოგადოება დაინახავს, რომ ერთობლივად უამრავი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. ხაზარაძის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, […]

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 4 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფში“, 4 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა 3 900 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად (ავტომობილის სალონში არსებული სავარძლის ქვეშ) გამოავლინეს. მათივე ინფორმაციით, საქონლის […]

Gorgia.ge-იმ TRUST MARK-ის ჯილდო მიიღო

საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ონლაინ ჰიპერმარკეტ GORGIA.GE-ს Trust Mark – სანდოობის ნიშანი მიენიჭა. ჯილდო ხაზს უსვამს, რომ GORGIA.GE რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო პლატფორმაა ონლაინ შოპინგისათვის. ჯილდო GORGIA.GE-ის საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციამ USID-თან ერთად მიანიჭა. Trust Mark მიზნად ისახავს ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით ნდობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ხელახლა განსაზღვრას. სანდოობის ნიშანი მომხმარებელს აძლევს ერთგვარ გარანტიას, რომ მისი ინტერესები […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრსა და კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწილეებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO 2024) – გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდებს მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. […]

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოემბრის თვეში, სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას GCCA-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. „საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქ. თბილისის 45-ე, 177-ე და 150-ე საჯარო სკოლაში შედგა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საჭირო, აქტუალურ […]

საია ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის. ამჯერად, ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოსგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, თავისთავად, გულისხმობს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას. როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ორგანიზაციის არგუმენტაცია ხმის ფარულობის დარღვევას ეფუძნება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ საარჩევნო ბიულეტენის მეორე […]

ორი წლის შემდეგ შემოვა მეტროს ახალი ვაგონები, რისი დაპირებაც კალაძემ ხუთი წლის წინ გასცა

მერმა ახალი ვაგონების შემოყვანის დაპირება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, 2019 წლის 15 ოქტომბერს გასცა, თუმცა დღეს, 2024 წლის 18 ნოემბერს, მერიაში ამბობენ, რომ თბილისის მეტროს ახალი შემადგენლობები ეყოლება ორი წლის შემდეგ, 2026 წლის ბოლოს. „პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს შვიდ წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (97 ვაგონი)… […]