რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე. მიხეილ სარჯველაძის […]

“სახლიდან ჩემს გადაკარგვას მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს…” – ზურა მანჯავიძე ოჯახისა და ოთხი შვილის შესახებ – Marao

“სახლიდან ჩემს გადაკარგვას მთელი დღით, კვირაობით თუ თვეობით, ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი აქვს…” – ზურა მანჯავიძე ოჯახისა და ოთხი შვილის შესახებ – Marao მომღერალი ზურა მანჯავიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ჯგუფ “ფორტესთან” ერთად შეიყვარა. სხვადასხვა დროს ის გულშემატკივარს განსხვავებულ ამპლუაში მოევლინა – ზურა იხილეთ, როგორც ტელეწამყვანიც. დღეს ის, საქმის პარალელურად, სოფლის მეურნეობაშია ჩართული, […]

სოხუმში, შესაძლოა, პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართოს ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

18 ნოემბერს შეიძლება პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის “ხელისუფლებასა” და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. ამის შესახებ ცნობილი გახდა დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის” შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც 20-ზე მეტი “დეპუტატი” მონაწილეობდა. აფხაზური ოპოზიცია გამოდის ინიციატივით, გაიმართოს შეხვედრა “ვიცე-პრეზიდენტ” ბადრა გუნბასთან. ის ასევე თანახმაა, რომ გუნბამ შეასრულოს “პრეზიდენტის” მოვალეობა ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, თუმცა ასევე სურს რამდენიმე […]

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მეორიალური საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი VIII მეორიალური საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შეჯიბრებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობირივი ხელისუფლებისა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, ტიტულოვანი სპორტსმენის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ასპარეზობა, […]

ნათია თურნავა ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაში J.P. Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Vontobel-ის, Currency Exchange Fund-ის, Bank of America-სა და Janus Henderson Investors-ის მაღალი რანგის მენეჯერები მონაწილეობდნენ. „შეხვედრაზე სებ-ის გუნდმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის, ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ […]

1858 წლის 18 ნოემბერს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა

166 წლის წინ, 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, დამტკიცდა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ“. 1859 წელს დაიწყო სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში „კავკასია“. 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე. ნიკოლაძე ამ […]

ლატვიაში ელექტრო სკუტერის დაზღვევის გარეშე ტარება, შეუძლებელი იქნება

ელექტრო სკუტერის სატარებლად დაზღვევაა საჭირო ისევე, როგორც მანქანისთვის – გადაწყვიტა ლატვიის პარლამენტმა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც სკუტერის მძღოლებს ელექტრო სკუტერზე დადგომას მხოლოდ სადაზღვევო პოლისის გაფორმების შემდეგ ავალდებულებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ელექტრო სკუტერებით ავარიების გაზრდის სტატისტიკა გახდა. ისინი საშიშია არა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთათვის – მაგალითად, გამვლელები ხშირად ზიანდებიან.

ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე კი მომატებული – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის თვის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშს აქვეყნებს. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ოქტომბრის თვის შედეგები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. „ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო […]

რა თქვეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აკვირდებიან საქართველოში მოვლენების განვითარებას და ელოდებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საბოლოო შეფასებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. საქართველოში არსებული სიტუაცია ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. მინისტრები იმსჯელებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის წინადადებაზე საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების […]

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ვადასტურებ, რომ მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, – აღნიშნა სარგსიანმა. ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, სასუნ […]