საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა

პოლონეთში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა როგორც ინდივიდუალურად, ისე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი – ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათგან გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ), კოტე კაპანაძემ (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა […]
EU-ის საბჭო: EU მზადაა ქართველების მხარდასაჭერად, თუმცა მთავრობის ქმედებებით შეშფოთებულია

ევროკავშირის საბჭო საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგშია. “ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ის სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – წერია განცხადებაში. დღეს, საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
მიხეილ სააკაშვილი: „აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე – თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ“

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური წერს, საპროტესტო აქციები სოხუმში სანიმუშოა დანარჩენი საქართველოსთვის, თუმცა ასევე შეიცავს გარკვეულ რისკებს. „აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით. რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას. თუმცა აფხაზების გამარჯვებაში […]
სოფო ჯაფარიძე – ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დანარჩენ დეტალებზე პრეზიდენტი თავად ისაუბრებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა იქნება მანამ, სანამ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. „საქმის კურსში ხართ, რომ დღეს მას აქვს ბრიფინგი, დეტალებზე უკვე თავად ისაუბრებს. ბრძოლა და […]
საქართველოს პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე, განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
გერმანია: უნდა გადაფასდეს EU-ის ურთიერთობა საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. „რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს […]
ხაზარაძე: სახალხო პარლამენტის იდეა პირობითი დასახელებაა, ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდნენ და “სახალხო პარლამენტის” იდეა გააცნეს. ხაზარაძის თქმით, ეს დასახელება პირობითია. ის შეხვედრით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ დამატებით დეტალებზე თავად ზურაბიშვილი ისაუბრებს “სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება. ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გიხრათ, რომ კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა […]
E60 Shipping Line-მა ბულგარეთში საბორნე – სარკინიგზო გადაზიდვა დაიწყო

ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line -მა, რომელიც საბორნე გადაზიდვებს რუმინეთის მიმართულებით ასრულებდა, ბულგარეთთან საბორნე – სარკინიგზო გადაზიდვა ვარნას მიმართულებითაც დაიწყო. საკითხზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა წაქაძემ “საქმის კურსში” ისაუბრა. “ბულგარეთს დიდი ხანია ვუმიზნებდით, უბრალოდ დიდი დრო იყო საჭირო. რატომ ვარნა? იმიტომ, რომ იქ ინფრასტრუქტურა აღჭურვილია, სადაც ვაგონს შეუძლია, ევროპისკენ გზა დაუბრკოლებლად გააგრძელოს. პირველი ვაგონები […]
სოფიო ძიძიგურის ამერიკული გამარჯვება

ქართველმა მეცო-სოპრანომ სოფიო ძიძიგურმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოსტინში butler Opera Center -ის მიერ გამართულ კონკურსში ,,2025 Concerto Competition” გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით სოფიო 2025 წლის 26-28 აპრილს კონცერტს გამართავს ტექსასის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო ფარხად ჰუდიევის ხელმძღვანელობით.
ოდესასზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათს, 18 ნოემბერს, უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა და 44 დაიჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა და ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა. დაჭრილთა შორის ოთხი ბავშვია, ხოლო სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, თქვა კიპერმა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამზე” დაწერა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტა დასახლებულ უბანში ჩამოვარდა და […]