რუსეთში სასამართლომ ომის საწინააღმდეგო პოსტებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს

რუსეთის სასამართლომ 18 ნოემბერს რვა წლით მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს, სერგეი ლუკაშევსკის. განაჩენი, რომელიც დაუსწრებლად გამოიტანეს, ეფუძნება ლუკაშევსკისთვის რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ცნობების” გავრცელებაზე წაყენებულ ბრალდებას. სახაროვის ცენტრი იყო მუზეუმი და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც 1996 წელს გაიხსნა ცნობილი რუსი ფიზიკოსის და ნობელის პრემიის მფლობელის, ადამიანის უფლებების დამცველის, ანდრეი სახაროვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 2023 წლის […]
ინა გუდავაძის კომპანია რიყის აღმართზე ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებს

ბიზნესმენ ინა გუდავაძის კომპანია, თბილისში, რიყის აღმართზე ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტზე სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. პროექტს კომპანია “ალფა 2017” აშენებს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ინა გუდავაძე, ხოლო მისი დირექტორის თანამდებობას მიხეილ მენთეშაშვილი იკავებს. ახალი ნაგებობა დუტუ მეგრელის #1-ში, 1300 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი სამშენებლო ფართობი […]
რა საკითხებზე ესაუბრა ნათია თურნავა ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს?

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებს შეხვდნენ. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. „შეხვედრაში მონაწილეობდნენ J.P. Morgan-ის, Morgan Stanley-ის, Vontobel-ის, Currency Exchange Fund-ის, Bank of America-სა და Janus Henderson Investors-ის მაღალი რანგის მენეჯერები. შეხვედრაზე სებ-ის გუნდმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის, ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოში […]
ფაშინიანმა მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მაღალჩინოსნებს თანამდებობები დაატოვებინა

სომხეთში დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებით მოქალაქეების საჩივრები არ წყდება. გამოცემა Hraparak-ის თქმით, ,,ფაშინიანის მოთმინების ფიალა უკვე აივსო”. პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე, 18 ნოემბერს, საგამოძიებო კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს. „პატივცემულო კოლეგებო, ჩემი მოთმინების ფიალა აივსო. ყველას პირდაპირ გეუბნებით: ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. ეს აღარ შეიძლება გაგრძელდეს,“ – ციტირებს ფაშინიანის სიტყვებს […]
სი ძინპინი – ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ

მსოფლიო ახალ პერიოდში შევიდა, რომელიც ტურბულენტობითა და ტრანსფორმაციით აღინიშნება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. „როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, ეროვნული განვითარების ხელშეწყობისა და გლობალური გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ“, – […]
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის ფინანსური ინსტიტუტების დირექტორს გიორგი ორლოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების საკითხების […]
რუსეთის დარტყმებს 21 ადამიანი ემსხვერპლა ოდესასა და სუმიში

18 ნოემბერს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ოდესასა და სუმიში – იუწყებიან უკრაინის წარმომადგენლები. ოდესაში სარაკეტო დარტყმა შუადღისას მოხდა, დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა – 39, ბავშვის ჩათვლით, – წერს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ტელეგრამით და დასძენს, რომ დაჭრილთა შორის ოთხის მდგომარეობაა მძიმე. […]
დელიში სმოგის გამო სკოლები დაკეტეს და მოძრაობა შეზღუდეს

დელის ხელისუფლებამ დახურა სკოლები, შეაჩერა სამშენებლო სამუშაოები და შეზღუდა სატვირთო მანქანების შესვლა ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო, იტყობინება ორშაბათს Associated Press. ამდენად, ქალაქში შეუშვებენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების გადამზიდავ სატვირთო მანქანებს. ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობის გამო, ხელისუფლება მოუწოდებს ბავშვებს, მოხუცებს და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანებს სახლში დარჩნენ. გარდა ამისა, […]
მეტი ვიდრე ტრადიციული კონსალტინგი – დღევანდელ ეკონომიკას მორგებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრანთ თორნთონისგან

ევროპასთან ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის სწრაფი ტემპის ფონზე, ახალ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ქართული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ეს ვითარება ზრდის მოთხოვნას მაღალი დონის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებებზე, რათა კომპანიებმა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ოპერაციების მოდერნიზაცია და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ამ ვითარებაში, კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებები მეტად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესებისთვის, […]
კრემლი პრეზიდენტ ბაიდენს ესკალაციის პროვოცირებაში ადანაშაულებს

კრემლი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინაში მიმდინარე ომის გამწვავებისთვის ხელის შეწყობაში ადანაშაულებს. მედიაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი გასულ უქმეებზე დათანხმდა, უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული შორი რადიუსის იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. თუმცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ნაბიჯი საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია. ამ გადაწყვეტილებას კიევი თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. პრეზიდენტი […]