გერმანიის საგარეო: უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის კონტექსტში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან. “რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები […]
რუსი ჯარისკაცები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტს სვამენ

2024 წლის 10 თვის განმავლობაში, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების რეკორდული რაოდენობა – 184,2 მილიონი დეცილიტრი გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, 2024 წლის 10 თვეში გაყიდული ალკოჰოლის რაოდენობა 2017 წლის მონაცემებზე 21%-ით მეტია. სწორედ 2017 წლიდან დაიწყო ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნება. მიმდინარე წლის მაჩვენებელი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 0,8%-ით აღემატება. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა […]
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „შეზღუდვა 19 და 20 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან […]
ტრამპის მომავალ კაბინეტში 2 წინააღმდეგობრივი ნომინაციაა

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მომავალ კაბინეტში საკვანძო პოსტებზე წარდგენილ ნომინანტთა შორის ორი, წარსულში, გახმაურებულ სექსუალურ სკანდალებში იყო გახვეული. შესაძლოა, ამ ფაქტმა სენატში მათი დამტკიცების პროცესი შეაფერხოს. ესენია: ტელეკომპანია “ფოქს-ნიუსის” (Fox News) წამყვანი პიტ ჰეგსეთი, რომელიც თავდაცვის მდივნის პოსტზეა წარდგენილი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი რესპუბლიკელი წევრი, მეტ გაეცი. პიტ ჰეგსეთი ჰეგსეთის ადვოკატი ტიმ […]
გერმანიის საგარეო უწყება – საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს. ამასთან გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მოწოდებაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. „ბოლო […]
ვისკი Chivas Regal–ი, ფორმულა 1-ში Ferrari-ს პარტნიორი გახდა

შოტლანდიური ვისკი Chivas Regal გახდა Scuderia Ferrari HP გუნდის ოფიციალური პარტნიორი ფორმულა 1-ში. ინფორმაციას The Spirits Business ავრცელებს. პარტნიორობის შედეგად Chivas Regal-ს ექნება წვდომა კონკურსის კულისებში და შეძლებს აუდიტორიის განათლებას თანამედროვე სარბოლო კულტურის შესახებ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამავდროულად, კომპანია გეგმავს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას ნასვამ მდგომარეობაში მართვის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შოტლანდიური […]
დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მოლაპარაკებები ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას გუნდს წარმოადგენენ ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია და საზოგადო აქტივისტი, დავით ფილია. ოპოზიციიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან […]
“აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში სოხუმში მიმდინარე ამბებს ეხმაურება და წერს, რომ “აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით.” “აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით. რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას. თუმცა აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე – თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია […]
განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება

განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს, რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ. სულ […]
გიორგი ვაშაძე – პროტესტის 24 საათი იწურება 20:00 საათზე, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდგომ – ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება

ოპოზიციური ლიდერები სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთებენ. ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაზის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციური ლიდერები კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმაზე ისაუბრებენ. „ჩვენ 20:00 საათზე ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ამის შემდგომ ოპოზიციური ლიდერები გავაკეთებთ განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. [პროტესტის] […]