საია შსს-ს მოუწოდებს შეწყვიტოს და არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“(საია) შსს-ს მიმართავს, არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება. საიას განცხადებით, „საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დონის დარღვევა, მათ შორის, საგზაო მოძრაობის შეფერხება. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლებამ გამოიჩინოს ტოლერანტობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრება სრულიად მშვიდობიანია”. […]
Reuters – ლიბანი და „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდნენ

ლიბანი და „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებით, – ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეზე, ალი ჰასან ხალილზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ლიბანმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩს წერილობითი პასუხი გადასცა და თეთრი სახლის წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინი ბეირუთში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მიემგზავრება. „ლიბანმა წარმოადგინა საკუთარი განმარტებები დოკუმენტზე პოზიტიურ ატმოსფეროში. ყველა შენიშვნა, […]
მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ოპერატორია

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა. ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს – კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის რამდენიმე პირი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრია – დაშავებულია ამავე კოალიციის ერთი წარმომადგენელიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე საბა ცხვიტარიძე. სამართალდამცავებმა დააკავეს მათი წევრი რეზი დუმბაძე. გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება უზრუნველყოს. როგორც „ახალგაზტდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-მ დემონსტრანტების უკანონო დაკავება უნდა შეწყვიტოს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ. მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ კარვები, ხოლო გამთენიისას დიდი რაოდენობით მობილიზებულმა საპოლიციო […]
სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს – აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან

სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს […]
პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე პირი. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – სავარაუდოდ, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. მელიქიშვილის გამზირზე აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო […]
დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს, ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედანის, […]
წელს საქართველოში მოწეული ყურძნის მაღალი ხარისხი ქართული ღვინის ხარისხსაც გაზრდის – „შალაურის ღვინის მარანი“

„შალაურის ღვინის მარნის“ დამფუძნებლის შეფასებით, წელს საქართველოში მოწეული ყურძნის მაღალი ხარისხი ქართული ღვინის ხარისხსაც გაზრდის. ამის შესახებ დავით ბუაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. თელავის რაიონის სოფელ შალაურში მდებარე მცირე მეღვინეობა, კახეთში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს რქაწითელის, საფერავის, კახური მწვანის, ქისისა და ხიხვის ღვინოებს სთავაზობს. „საქართველოში ეს წელი უხვმოსავლიანი იყო და ჩვენი ვენახებიდან თუ პარტნიორი ფერმერებისგან მაღალი […]
სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს – აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან

სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს […]