ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის ფონზე წილოსანი იმედსა და საზმაუს მხარდაჭერას უცხადებს

ჭავჭავაძის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის ძალადობის ფონზე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ტელეკომპანია იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს. იმედის ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს, სადაც წილოსანი აქციისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობდა, წილოსანმა თქვა, რომ პროპაგანდისტული იმედისა და საზმაუს წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში უწევდათ მუშაობა. “მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ იმედის ჟურნალისტებს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს […]
ზურაბიშვილი ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას
ზურაბიშვილი ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას “ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ყველამ, ერთადაც რომ გააპროტესტოს ქუჩაში მათი ფავორიტების მარცხი, ეს მაინც ვერ იქნება საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ხმის გამბათილებელი, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.”– წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა […]
სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა

სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების […]
მანუჩარ მარკოიშვილი “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გუშინ ღამით, “მონაკომ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ საშა ობრადოვიჩთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და მათი თანამშრომლობა დასრულდა, გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად კი მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა. შეგახსენებთ, მარკოიშვილი “მონაკოში” 2021 წლიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, იქამდე კი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მანუჩარი ასევე საკალათბურთო კლუბ “ტიტების” მთავარი მწვრთნელი იყო. “მონაკო” ევროლიგაში 6 […]
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის გამო მედიაომბუდსმენი საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნისა და დაკავების გამო ორგანიზაცია მედიაომბუსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. დღეს, 19 ნოემბერს გამთენიისას პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ის მიმდებარედ უწყვეტის საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიას იჩენდა და ფიზიკურადაც ძალადობდა. მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის რამდენიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: · სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს […]
წმინდა წყლის პუტჩისტები არიან – სოსო მანჯავიძე სალომე ზურაბიშვილზე

პუტჩს აანონსებენ ესენი. პუტჩია ჩვეულებრივი, ხომ გახსოვთ ეროვნული კონგრესი რომ შექმნეს, არჩევნები რომ ჩატარდა პარლამენტის და მერე პუტჩი რომ მოხდა. იგივე სქემაა, უნდათ, რომ შექმნან მეორე პოლიტიკური ცენტრი. გასაგებია, რომ აქვთ მხარდაჭერა, ფული და ვალდებულებები და შესაბამისად ცდილობენ ამას, თუმცა ახლა არა მგონია, რომ ეს გამოუვიდეთ, – ასე უპასუხა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტის, […]
სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს

აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რათა აღდგენილიყო საავტომობილი მოძრაობა. აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის რამდენიმე მონაწილე. ოპოზიციონერი ლიერების ნაწილი და აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამ დროისთვის რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და […]
ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში „ტექნიკური მისიის“ ამოცანა

არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის – ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ასევე, ჯოზეფ ბორელმა კითხვას […]
გოგა მემანიშვილი „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავებაზე – სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა – ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?

სასამართლოზე მიბრძანდება და იქ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ოპერატორი ან ჟურნალისტი, თუ კანონს არღვევს, ხელშეუხებელია?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა მიზეზით დააკავეს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, „მთავარი არხის“ ოპერატორი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია გადაყვანილი. „თუ არღვევდა კანონს – დააკავებდნენ, როგორც სხვა […]
გვარამია: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით

პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული, პარტიის აქტივისტები ნაცემი და დაკავებული, მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი ნაცემი და დაკავებული. მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა.