ომბუდსმენი აქციის დაშლაზე – მელიქიშვილზე აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს

სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს გამთენიისას ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის თანახმად, “იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო1 მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში”. ომბუდსმენი განცხადებაში წერს, რომ “ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას […]

პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას განცხადებით, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას. „ეს სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო […]

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ წუთებში იზოლატორში მათი შესახლების პროცედურა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ისინი დაკავებულებს დაახლოებით, ერთი საათის ვადაში, მას შემდეგ შეხვდებიან, რაც მათი იზოლატორში შესახლების პროცედურა სრულად დასრულდება. ლონდარიძის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირიდან […]

„საქსტატი“ – მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31.2 ათასი კაცით (3.3%) და 974.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.9 […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სტარტაპი – Roamingo შემოვიდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს […]

„საქსტატი“ – 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4121 გემი შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის III კვარტალში, […]

როგორც კი ვნახავთ კანონის გადაცდომას, ამას შესაბამისი უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კახა კალაძე

ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევას შესაბამისი უწყებისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ვნახავთ კანონის […]

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ. „2022 წელს რუსეთს სჯეროდა, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. 1000 დღის შემდეგ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას მამაცურად აგრძელებს, ბრძოლის ველსა და სამოქალაქო ობიექტებზე კრიმინალური თავდასხმების წინააღმდეგ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ […]

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 122-ე შეხვედრა იმართება

შიდა ქართლში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 122-ე შეხვედრა იმართება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს განიხილავენ. ანთაძის თქმით, შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის […]

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა

თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 16-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული. ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმის […]