„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 468.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.4%-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 43.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და […]

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ ტონა ტვირთი, რაც 0.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მოცულობის 10.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი — ტრანზიტზე. „2024 წლის III კვარტალში […]

კახა კალაძე – რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი, მისი მცდელობაა, თანამდებობა როგორმე შეინარჩუნოს, თუმცა ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი

რეალურად, სალომე ზურაბიშვილს თავისი თავი ადარდებს, მას არც ქვეყანა აინტერესებს, არც ქვეყნის ბედი – რა იქნება საქართველოში და როგორ იქნება, საერთოდ ამის ინტერესი არ აქვს. მისი მცდელობაა, როგორმე შეინარჩუნოს თანამდებობა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხუთი პარასკევი აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნას, რომ […]

შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი – მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი – აქედან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლებულია. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს – პოლიცია მათ მოუწოდებს, რომ საავტომობილო გზა გაათავისუფლონ. ოპოზიცია კი დემონსტრანტებს მოუწოდებს, პროტესტის გამოსახატად მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. შეგახსენებთ, მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, […]

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელი შევიდა

პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.

საქართველოს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის 37% რუსულია

2024 წლის III კვარტალში, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული ოცულობის 10.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4 პროცენტი — ტრანზიტზე. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9 […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წელათსა და ტომაშეთში. სახერხი საამქროების ტერიტორიებზე სამართალდამრღვევებს განთავსებული ჰქონდათ წიწვოვანი სახეობის, ჯამში 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს […]

„გასტრო ბათუმის“ ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში მეორე გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობდა. მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და შვეიცარიიდან ადგილობრივ მზარეულებს ხორცის, თევზისა და დესერტების მომზადების მასტერკლასს უტარებდნენ. სამი დღის განმავლობაში, აჭარაში მოქმედი სხვადასხვა რესტორნებისა და კვების ობიექტების მზარეულები უცხოელი კოლეგებისგან კერძების მომზადების თანამედროვე ტექნიკებს, სტანდარტებსა და გამოცდილებას ეცნობოდნენ. ფორუმის პირველ დღე ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა კულინარიის […]

ბუნების მეგობრების მორიგი შეხვედრა – პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაინაწილოს

17 ნოემბერს, რუსთავის მედიათეკაში, პირველი საერთაშორისო ლიტერატურულ-შემეცნებითი კრებულის „ბუნების მეგობრების“ პრეზენტაცია მეორედ გაიმართა. ჟურნალის ავტორი და რედაქტორი გახლავთ რუსთაველი მწერალი, პოეტი მადონა დვალი, რომელიც ამჟამად იტალიაში იმყოფება. ალმანახს თვის ბოლოს მესამედ სამეგრელოში წარადგენენ. შემდგომში კი, შესაძლოა, პრეზენტაცია კიდევ სხვა ქალაქებშიც გაიმართოს. პრეზენტაცია რუსთავში ქალბატონი მადონას გარეშე გაიმართა. მან შეძლო და საზოგადოების წევრები და დაინტერესებული პირები […]

დემოკრატიის კვლევის ცენტრი: აქციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRC) განცხადებით, 19 ნოემბერს, გამთენიისას, მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათივე თქმით, გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება. დემოკრატიის კვლევის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში, ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს […]