უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ. „2022 წელს რუსეთს სჯეროდა, რომ მისი სრულმასშტაბიანი შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა. 1000 დღის შემდეგ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას მამაცურად აგრძელებს, ბრძოლის ველსა და სამოქალაქო ობიექტებზე კრიმინალური თავდასხმების წინააღმდეგ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ […]

სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ – ვაჟა სირაძე

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა სი­რა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს დრო­ნე­ბით სა­ღე­ბა­ვე­ბი და­ას­ხეს. „არა­ერთ მსგავს შე­უ­რა­ცხმყო­ფელ საქ­ცი­ელს სჩა­დი­ან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი. ირო­ნი­უ­ლად არ უნდა მე­კი­თხე­ბო­დეთ, თქვენ გული უნდა შეგ­ტკი­ო­დეთ ქარ­თულ პო­ლი­ცი­ა­ზე და ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამას კად­რუ­ლო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ას დრო­ნით სა­ღე­ბავს ას­ხა­მენ,“ – მი­მარ­თა სი­რა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს, […]

„ისევ მელიქიშვილზე ვართ… გაცილებით უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე ვიყავით დარბევამდე“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: „მეგობრებო, ისევ მელიქიშვილზე ვართ. არანაირი ჭავლის მანქანები აქ არ შემოყავთ. პირიქით, გაიყვანეს ტეროტორიიდან. შემთხვევით არ გავავრცელოთ არასწორი ინფორმაცია.გაცილებით უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე ვიყავით დარბევამდე.ხალხის ძალა ერთობაშია.“

აქციაზე დაკავებული ქალები და „მთავარი არხის“ ოპერატორი ხელწერილით გაათავისუფლეს – რას ჰყვებიან ისინი

პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებული რამდენიმე ადამიანი. მათ შორისაა მაია გოგიძე, საქართველოს პარლამენტის „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომელი. სამართალდამცავები მას ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მაია გოგიძე სამართალდამცავებმა მელიქიშვილზე, სხვა დემონსტანტებთან ერთად მაშინ დააკავეს, როდესაც დილით ადრე, აქციის მონაწილეთა დაშლა და ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთის გათავისუფლება […]

ფოტოსესიაზე მოთხოვნა, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა – LIMA Studio

ფოტოსესიაზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ფოტო სტუდია LIMA Studio-ს თანადამფუძნებელმა მარიამ გიორგაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა არის როგორც საბავშვო, ისე საოჯახო და ინდივიდუალურ ფოტოსესიაზე. “აღსანიშნავია, რომ სტუდიის გახსნიდან პირველი 2 თვე ჩვენი ინვენტარი მხოლოდ 2 სკამი იყო, რითაც 1 თვეში 56 მომხმარებლის მიღება შევძელით. ამის შემდეგ […]

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. მას სასამართლოში პარტია სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია წარადგენს. ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, პრეზიდენტის სარჩელის შეტანა მაინც მნიშვნელოვანია. “სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა თავისი უკანასკნელი ნაბიჯებით. ამ სამართლებრივ გზას […]

დაკავებების დაწყებისას აქცია ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება 19 ნოემბრის დილით, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ძალადობრივ დაშლას. უწყებაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო აქციის მონაწილეთა დაკავება, აქცია იყო მშვიდობიანი და ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში. გარდა ამისა, ომბუდსმენი ეხმაურება პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტს. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს როგორც ჟურნალისტებზე, ისე აქციის მონაწილეებზე შესაძლო ძალადობის […]

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი 19 ნოემბერს, დილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ომბუდსმენი დაკავებული მოქალაქეების მოსანახულებლად მიდის, რომლებიც აპარატის ინფორმაციით, ფიზიკურად დაზიანდნენ და გადაყვანილები არიან კლინიკებში. ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ასევე, ომბუდსმენი […]

მელიქიშვილის გამზირზე მობილური პროტესტი გრძელდება – გიორგი ვაშაძე

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციამ მობილური პროტესტის სახე შეიძინა. ამის შესახებ ადგილზე მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. როგორც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განმარტა, პროტესტის მონაწილეები მშვიდობიან აქციას გააგრძელებენ და იმ შემთხვევაში თუ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებისკენ წამოვლენ პროტესტის მონაწილეებიც უკან დაიხევენ. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი განმარტავს, რომ პროტესტი […]

დიდ ბრიტანეთში, საშობაო წვეულებების 21% ალკოჰოლის გარეშე გაიმართება – გამოკითხვა

ღონისძიების დაჯავშნის პლატფორმის Togather-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველი მეხუთე საშობაო წვეულება არ ითვალისწინებს ალკოჰოლს. ამის შესახებ The Drinks Business წერს. ტენდენციას ხელს უწყობს ჯანმრთელობისადმი შეგნებული დამოკიდებულება Gen Z-ს მიერ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74%-მა თქვა, რომ ალკოჰოლზე უარის თქმის მთავარი მიზეზი ჯანმრთელობაა. შედეგად, დამსაქმებლები მზად არიან თავიანთი თანამშრომლებისთვის, კორპორატიული ღონისძიებები ალტერნატიული სასმელებით გამართონ. […]