ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე დაკავებულია 16 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი – ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი – ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული […]

პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას “ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ.” განახლებული დოკუმენტი აფართოებს ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს და ასეთი შესაძლებლობა განიხილება „კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასიური გაშვებისა” და მათ მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შესახებ “საიმედო ინფორმაციის მიღებისას“. განახლებული დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაცია “ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ, […]

უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავასთვის შეურაცხყოფის მიყენება და „წვრილმანი თაღლითის“ წოდება შეაფასა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გიგი უგულავას 50 მილიონი აქვს მოპარული და თავად გახლავთ „მსხვილმანი თაღლითი“. „წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს […]

ხატია დეკანოიძე გამოძიებაზე – ეს პროცესი იმიტომ დაიწყეს, რომ თქვან, აი, რაღაცას ვაკეთებთო – მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკო-ს წარმომადგენლები და ისინი, ვინც სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები

ეს პროცესი იმიტომ დაიწყეს, რომ [თქვან] აი, რაღაცას ვაკეთებთო – მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკო-ს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლების ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდგომ განაცხადა. […]

ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სსიპ „სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. „მხარეებმა სამეცნიერო-კვლევით სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს და მათი დაძლევის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა რიგი საკითხების დეტალურად […]

მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს – ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს!

არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს – ბუნებრივია, ამას ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ “კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“ პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა. „იცით, რომ ერთი ღამის განმავლობაში დედაქალაქის პარალიზება მოახერხეს. გარკვეული […]

მამუკა მდინარაძე – პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ საკუთარი ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები, სერგო ორჯონიკიძეები!

პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ, საკუთარი ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები, სერგო ორჯონიკიძეები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიცია არის აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ. „აგონია იძლევა ხოლმე […]

მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა – ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის

სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, თვითმიზანი არის ხალხის მოტყუება. „მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და ქართულ კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული […]

კალაძის თქმით, “ოცნება” მზადაა არჩევნებზე ევროკომისიის მისიასთან თანამშრომლობისთვის

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე. ასე გამოეხმაურა ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას. ბორელმა თქვა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება, რისთვისაც ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის. “რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების […]

რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების პროექტის ფარგლებში „ფინედუს“ ტრენერთა მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენელმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს, ინტერაქციული ტრენინგის […]