მარკ რუტე – საქართველოს მოვუწოდებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს

საქართველოს მოვუწოდებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მათი ამბიციების ჩათვლით“, – განაცხადა მარკ რუტემ.
„კრისტალმა“ თანამშრომლებისთვის გენდერული თანასწორობის ტრენინგი ჩაატარა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალმა”, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის საკითხებზე, სათაო ოფისისა და საფილიალო ქსელის მენეჯმენტისთვის ტრენინგი ჩაატარა. “კრისტალისთვის“ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ გზას, რომელიც კომპანიამ ამ ღირებულების ხელშეწყობისთვის გაიარა და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორია ამჟამად გენდერული სურათი „კრისტალის“ […]
თბილისის მერია – თბილისში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ. მათივე ცნობით, მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი […]
ადვოკატი – დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, უცენზურო სიტყვებით მიმართეს და სახეში ხელი დაარტყეს – აღნიშნულის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართავთ

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქავთარაძე ლონდარიძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. როგორც ლონდარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სახეში გაარტყეს. ლონდარიძე და სხვა ადვოკატები დანარჩენ დაკავებულებს სხვადასხვა დროის ინტერვალში შეხვდებიან. […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური […]
დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს

ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსეთი ბირთვულ იარაღს ყოველთვის განიხილავდა, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურეს, აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, ბირთვული საფრთხისა და მთავრობათაშორისი ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რუსეთი ყოველთვის საჭირო ძალისხმევას იჩენს. ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მითივე ცნობით, ექსპოზიციაში პირველკურსელი სტუდენტის 50-ზე მეტი ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო წარმოდგენილი. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის […]
„რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ?!“ — მდინარაძე ხელახალ არჩევნებზე

„რომ გავგიჟდეთ და დავეთანხმოთ, მერე რას აპირებენ?!“ — მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ გეგმას ეხმაურება, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას და მანამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის შენარჩუნებას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ 19 ნოემბერს პარტიის ოფისიდან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „დღეს ზედმეტი გულწრფელობის ხასიათზე ვარ რაღაცნაირად და პირველი რეაქცია რა მქონდა, იცით? აი, ჩემს […]
საქართველოს აეროპორტების მგზავრთბრუნვის მოცულობა 69%–ით გაიზარდა

2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. „საქსტატი“ ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 159.8 მლნ. […]
პარიზის ცენტრალურ ნაწილში მანქანების შესვლა აიკრძალა

ავტომობილები და სატვირთო მანქანები ახლა ვეღარ შედიან პარიზის რამდენიმე ცენტრალურ უბანში. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა 5 კვადრატული კილომეტრი მარჯვენა სანაპიროზე, სადაც დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და სადაც მუდმივად საცობებია. ეს ის ადგილებია, სადაც მრავალი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს – ლუვრი, ტიულრის ბაღები, რივოლის ქუჩა და ოპერის პროსპექტის უმეტესი ნაწილი. გამონაკლისი მხოლოდ ტაქსებზე, ავტობუსებზე […]