მამარდაშვილმა უკრაინასთან აჩვენა, რომ ალისონის მემკვიდრე „ლივერპულის“ თამაშს მეტ ხარისხს შემატებს – Liverpool.com

გიორგი მამარდაშვილი მორიგი შესანიშნავი თამაშით აჩვენებს, რას მოუტანს „ლივერპულს“ 37 მილიონ დოლარად შეფასებული ტრანსფერი, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა გამოცემა Liverpool.com-ი უკრაინის ნაკრებთან ქართველი მეკარის შესანიშნავ თამაშს. „„ლივერპულის“ ახალმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომავალ ზაფხულს „ვალენსიიდან“ „ენფილდზე“ ჩამოვა, კიდევ ერთხელ აჩვენა ის უნარები, რის გამოც „მერსისაიდში“ ითამაშებს. საქართველომ უკრაინასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მამარდაშვილმა მატჩის ბოლოს შთამბეჭდავი […]
ალიევის დევნილი ჟურნალისტის შიმშილობის 60 დღე საქართველოს ციხეში

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მეუღლის მდგომარეობა, შიმშილობის მე-60 დღეს, კიდევ უფრო მძიმეა. “ბოლოს აფგანთან გუშინ, ორშაბათს, ვისაუბრე. მან თქვა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ის ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან ცუდია. არ ვიცი, მისი მდგომარეობა როგორ იქნება. ხვალ […]
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. პრეზიდენტი, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს, 19 ნოემბერს შეიტანა. „ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს […]
შსს-ს თქმით, მშვიდობიანი მომიტინგეები 112-ში შესული ზარების გამო დაშალეს

გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები 112-ში შესული ზარების გამო დაშალეს. თბილისის საპატრულო პოლიციის შეფის მოადგილე კახა ბუხრაძე “პირველებთან” ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო აქციებით და გადაკეტილი გზებით ვაკელები იმდენად შეწუხებულან, რომ თავად მიუმართავთ პოლიციისთვის შესაბამისი ზომების გატარების მოთხოვნით. აგიხსენით, რომ 112-ის საშუალებით უამრავი შეტყობინებაა შემოსული, 50-100 და ითხოვდნენ გზის გაწმენდას. ორი დღის […]
,,სტუდენტებო, ვინც დღევანდელი დილის დარბევის შემდეგ, მშვიდად აპირებთ დაესწროთ ლექციებს… – ბექა ყორშია

ჟურნალისტი ბექა ყორშია: ,,სტუდენტებო, ვინც დღევანდელი დილის დარბევის შემდეგ, მშვიდად აპირებთ დაესწროთ ლექციებს თსუ-ს პირველ კორპუსში, სადაც სპეცნაზი თავს აფარებს მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, იცოდეთ, რომ თქვენ არაფერი გისწავლიათ და ვერც ვერასდროს ისწავლით.”
დღეს აგერ ზუსტად ისევე დაარბიეს გამთენიისას მომიტინგეები, მაგრამ ქუჩები გაბრაზებული ხალხით აღარ ივსება – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ,,2007 წლის 7 ნოემბრის დილას როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტთან შემორჩენილი მცირერიცხოვანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო და ეს ყველაფერი პირდპაირ ეთერში გადაიცა, რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი ხალხით გაივსო, ათი ათასობით ადამიანი გამოვარდა სახლებიდან მომტინგეების დასახმარებლად. მერე ამას რაც მაოყვა, გვახსოვს. დღეს აგერ ზუსტად ისევე დაარბიეს გამთენიისას მომიტინგეები, მაგრამ ქუჩები გაბრაზებული ხალხით აღარ ივსება. ეს მითუმეტეს […]
მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა – DRI

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI) 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ეხმიანება: ,,დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების […]
ზელენსკი ფრონტისპირა ქალაქებს პოკროვსკსა და კუპიანსკს ეწვია

რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის 1000-ე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზთან მდებარე ორ ქალაქს პოკროვსკსა და კუპიანსკს ესტუმრა და მათი დამცველი ქვედანაყოფების სარდლობასთან გამართა შეხვედრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დროს ხშირად სტუმრობს ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინული ნაწილებს, კერძოდ, მან არაერთხელ მოინახულა ხარკოვი და ხარკოვის რეგიონი, ხერსონი და ასევე იმყოფებოდა ბახმუტსა და ავდიივკაში, რომლებიც შემდგომში […]
მამუკა მდინარაძე – თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ, პირადად გპირდებით ამას – მელანი გადაასხაო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა

თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ. პირადად მე გპირდებით ამას. აი, ხომ საოცრებას ვამბობ, ეს რა თქვაო, შეიძლება თქვათ. მელანი გადაასხაო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილზე საღებავის გადასხმის ინციდენტზე. მდინარაძის თქმით, მის კითხვაზე, რას ამბობენ […]
გია ხუხაშვილი – სტრატეგიულ საკითხებში აშშ და ევროპა სინქრონულად მოქმედებენ, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში ჩვენთვის ახლა არ სცალიათ, გარკვეულ პაუზას ევროპაც იჭერს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა. – ბატონო გია, 18 ნოემბერს საშინაო და საქარეო პოლიტიკის თემებზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ, მაგრამ, ვიდრე ამ თემებს შევეხებით, გვერდს ვერ აუვლით იმას, რაც 19-ის დილით ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის კვეთაზე მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ საპოლიციო ძალებმა და სპეცრაზმმა ოპოზიციის აქცია დაშალა და მომიტინგეები […]