საკონსტიტუციო სარჩელის გამო საია-ს სასამათლოში საქმის შეჩერება სურდა, თუმცა უარი უთხრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. საუბარია საია-ს საჩივარზე, რომლითაც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. საია-ს შუამდგომლობის საფუძველი პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელია. სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოსგან არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაციას განუმარტეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის ვადები შეზღუდულია […]
ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა – “აფხაზური პორტალი”

აფხაზური ტელეგრამ არხის, “Абхазский Поратл-ის” ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორია დატოვა ისე, რომ “პარლამენტში ხმის მიცემის პროცესს არ დალოდებია.” ინფორმაცია დადასტურებული არ არის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, სადაც განიხილება ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხი, დღეს, 14:00 საათზე გაიმართება. აფხაზეთში ოპოზიციური ძალების რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემაჯამებელ […]
პრეზიდენტი უკრაინელებს მიმართავს ომის დაწყებიდან 1000 დღის თავზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1000 დღე გავიდა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა. როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი იბრძვის ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან. 1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო […]
„აფხაზური პორტალი“: “ბჟანიამ აფხაზეთი დატოვა”

„ასლან ბჟანიამ, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებას, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დატოვა”, – ამის შესახებ წერს „აფხაზური პორტალი“, თუმცა ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ბჟანიამ განაცხადა, რომ გადადგომის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებდა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. 19 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი (სახალხო კრება) განიხილავს განცხადებას ასლან […]
‘მას 5 “ოქროს ბურთი” უნდა მოეგო’ – ბუფონი ექსთანაგუნდელზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მაკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ყოფილი თანაგუნდელი ნეიმარი ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ დაასახელა. Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში “ჯიჯიმ” მეტოქეებზე ისაუბრა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამოჰყო. “ვინ იყო ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? სამი თაობის მოთამაშეებს დავპირისპირებივარ, როგორ ავარჩიო? ზიდანი, რონალდო, მესი, კრიშტიანო რონალდო, ინიესტა… ერთი ავირჩიო? მაშინ ნეიმარი. ისეთი ფეხბურთელი და ადამიანია, რომ “ოქროს […]
‘ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი’ – სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა

ვეტერანმა ფეხბურთელმა, კოლუმბიელმა ფრედი გუარინმა Caracol Television-ის ეთერში საკუთარ ბნელ წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, ერთხელ, სიმთვრალეში თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. “რთული დრო იყო, ზედიზედ 10 დღე არ გამოვფხიზლებულვარ. დაღლილობის გამო მეძინებოდა ხოლმე, თუმცა ლუდის ქილებთან ერთად ვიღვიძებდი. რეალობის აღქმა სრულად დაკარგული მქონდა. ამ მდგომარეობაზე ჩემი რეაქცია ბალკონიდან გადახტომის გადაწყვეტილება გახდა. თუმცა, გადახტომა რომ ვცადე, […]
სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სატატისტიკის მიხედვით საქართელოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის […]
ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები – ნაცემი და დაკავებული. მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი – ნაცემი და დაკავებული. მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა […]
კალაძის თქმით, მთავრობა ითანამშრომლებს ევროკავშირის მისიასთან, რომელსაც მდინარაძე “არარსებულს” უწოდებს

პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს საქართველოში არჩევნების შემსწავლელი ტექნიკური მისიის გამოგზავნას. თბილისის მერის, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო მისიასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. “რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ […]
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული რაკეტა ATACMS – მედია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ და „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. წყაროს თანახმად, გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრაიანსკის რეგიონში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა. “მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო იერიში განხორციელდა ბრიანსკის რეგიონში […]