მამუკა მდინარაძე – თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ – ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი გვეხვეწება, მივუშვათ – ჩვენ ბევრ მომხრეს დიდი სურვილი აქვს, ამ მატყუარა აგენტებს შავი საღებავი ან მელანი გადაასხას

თუ ეს მისაღები ფორმაა, ოპოზიციის ლიდერებს გადაშავებულს ვატარებ. პირადად მე გპირდებით ამას. აი, ხომ საოცრებას ვამბობ, ეს რა თქვაო, შეიძლება თქვათ. მელანი გადაასხაო, რომ იძახის ვაშაძე, მელანგადასხმულს ვატარებ ყოველდღე, თუ მისაღები ფორმაა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილზე საღებავის გადასხმის ინციდენტზე. მდინარაძის თქმით, მის კითხვაზე, რას ამბობენ […]

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების შედეგების გასაბათილებლად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა გაბათილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს. როგორც ბესელიამ უთხრა მედიას, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს, პრეზიდენტი მიმართავს ყველა არსებულ სამართლებრივ გზას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. […]

შვედეთში, დეკრეტული შვებულებით მშობლების გარდა ნათესავები და მეგობრებიც ისარგებლებენ

შვედეთში დეკრეტული შვებულებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მშობლები, არამედ სხვა ნათესავები ან მეგობრებიც კი – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. ერთადერთი პირობა ის არის, რომ „დროებითმა მშობელმა“ უნდა გააფორმოს ბავშვის მოვლის დაზღვევა, რათა შეღავათები მიიღოს. მთავრობა იმედოვნებს, რომ დეკრეტული შვებულების გადაცემა მშობლებს დაეხმარება სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის საჭირო ბალანსის პოვნაში. ეს განსაკუთრებით ეხება მარტოხელა დედებს და […]

ამიტომ არის ნაცობა საქართველოს ისტორიის შავი ლაქა და ნაცების მხარდაჭერა, სირცხვილი – რატი იონათამიშვილი

ამიტომ არის ნაცობა საქართველოს ისტორიის შავი ლაქა და ნაცების მხარდაჭერა, სირცხვილი – რატი იონათამიშვილი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ის ადამიანები, ვინც მელიქიშვილის გამზირზე ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე და უწყობდნენ ე.წ. “სირცხვილის კორიდორს, არაფრით განსხვავდებიან იმ ნიღბიანი ზონდერებისგან, ვინც 7 ნოემბერს არბევდა ხალხს და მედიას. და რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე შემთხვევაში, მოძალადე ჯგუფების უკან ერთი და […]

თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც მართლა აქვს წარმოდგენა, რომ 2მლნ ადამიანში 300-400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში – მამუკა მდინარაძე

თანავუგრძნობ ყველა ადამიანს, ვისაც მართლა აქვს წარმოდგენა, რომ 2მლნ ადამიანში 300-400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება ელექტრონულ არჩევნებში – მამუკა მდინარაძე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან აცხადებს: „არანაირი რესურსი ამ პროტესტს არ შეიძლება ჰქონდეს, ერთადერთი ყველაზე მთავარი მიზეზის გამო – ისინი რომ სუსტები არიან და ხელისუფლება ძლიერია, მათკენ რომ საზოგადოება არ არის და ხელისუფლებისკენ არის, საქართველოსკენ და თავის […]

საია: საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა პრეზიდენტის სარჩელზე არ დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით (საია), თბილისის საქალაქო სასამართლომ საია-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გულისხმობდა, რომელიც არჩევნების არაკონსტიტურციურად ცნობის მოთხოვნას ეხება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნდა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საია-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ […]

როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ ეს რიცხვი 400 ათასამდე გაზარდეს

როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ ეს რიცხვი 400 ათასამდე გაზარდეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, არჩევნებზე მომხდარი ყველა დარღვევა დაფიქსირებულია, მიმდინარეობს გამოძიება და მათ მიღმა სხვა დარღვევებზე მტკიცებულებები არ არსებობს. „მტკიცებულებები არ არსებობს და […]

მიხაილ როთი – ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ

ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი დღეს თბილისში, აქციის მონაწილეების საპოლიციო ძალებისა და სპეცრაზმის გამოყენებით დაშლას. „თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ. თვალის არიდება […]

აქციაზე დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 პირი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო. ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების […]

ომბუდსმენი – მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა მათი მოძიება, გაემართნენ იზოლატორებში და ყველა შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება

სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოფს, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა სახალხო დამცველი აქციის დარბევის დროს მელიქიშვილის გამზირზე. მისივე თქმით, არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ პირადად მისი […]