“დუმილი სირცხვილია” – ზუგდიდელი სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ, დაშლას არ აპირებენ. მათ გასული ღამეც უნივერსიტეტის ფოიეში გაატარეს. აქციის მონაწილეებს გამოფენილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.ასევე პლაკატები წარწერით: „გაყალბდა“, „მოგვპარეს“, „ზუგდიდი ირჩევს ევროპას“, „დუმილი სირცხვილია“, „არჩევნებმა გაჟონა“. პროტესტის პარალელურად უნივერსიტეტში გრძელდება სასწავლო პროცესი. აქციის მონაწილეებმა რადიო თავისუფლებას […]

„დაკავებულებს პოლიციის მანქანაშიც გაუსწორდნენ“ – რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული ადვოკატები

აქციებზე დაკავებულთა დასაცავად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული ქსელის იურისტები 19 ნოემბერს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, დოღომსა და ზაჰესში, ხვდებიან. იურისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დემონსტრანტების უმეტესობა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ლაპარაკობს. ნესტან ლონდარიძემ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ორი დაკავებული. როგორც […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამ ომზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ რუსებს და არა მხოლოდ ერთ შეშლილს კრემლიდან

პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს […]

რელიგიის სააგენტომ „ჯეო ჰოსპიტალსთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შპს „ჯეო ჰოსპიტალსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმი სამედიცინო კაპელანის პროექტის ფარგლებში გაფორმდა და ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური სარწმუნოების პაციენტთა რელიგიური უფლებების სრულფასოვანი რეალიზების ხელშეწყობას, მათ შორის, თანამშრომლობას საავადმყოფოში კაპელანური მსახურების შემოღების თაობაზე. „მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, […]

20 ნოემბერი ფერმერის დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ. „ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და […]

ბორის პისტორიუსი – ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს

ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ჩვენ უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით კონკრეტულად ვინ იდგა ამის უკან, რომ ეს ჰიბრიდული ქმედებაა. ასევე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, ამის ცოდნის გარეშე, რომ ეს დივერსიული აქტია“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა. მისივე თქმით, არავის […]

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ნინოწმინდა“ და ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში […]

„ბაკურიანში წესით, სამსართულიანზე მაღალი სახლები არ უნდა აშენებულიყო“ – ურბანისტი

ტურისტულ რეგიონებში ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მშენებლობების გააქტიურება კი დიდ რისკს უკავშირდება. ქვეყნის სახელგანთქმული კურორტები იერსახეს და ავთენტურობას, ფაქტობრივად, კარგავს. ამის მაგალითია ბაკურიანი, გუდაური, ბახმარო და თითქმის ყველა ზღვისპირა კურორტი, სადაც ქაოსური განაშენიანება მიდის. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ კურორტები მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფცია ყალიბდება, როგორც ურბანისტები აცხადებენ, ინერციით მიმდინარე მშენებლობებს ახლავს სხვა […]

თბილისში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი 2026 წელს დასრულდება. „სამგორის რაიონში, […]

საკონსტიტუციო სარჩელის გამო საია-ს სასამათლოში საქმის შეჩერება სურდა, თუმცა უარი უთხრეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ. საუბარია საია-ს საჩივარზე, რომლითაც ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. საია-ს შუამდგომლობის საფუძველი პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელია. სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციოსგან არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორგანიზაციას განუმარტეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის ვადები შეზღუდულია […]