ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციაა მობილიზებული

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ამასთან, პოლიციაა მობილიზებული გმირთა მოედანსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზეც. გარდა ამისა, ადგილზეა მობილიზებული სასწრაფო და ე.წ. დაკავების მანქანები. ცოტა ხნის წინ, თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა დემონსტრანტებმა ადგილზე ბარიკადების სახით სკამები განალაგეს. ამ წუთბში ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი […]
გიორგი ვაშაძემ პოლიციელებს 40-წუთიანი ვადა სთხოვა, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რაზეც უარი მიიღო

პოლიციის წარმომადგენლები “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად. ვაშაძესა და პოლიციას შორის საუბრისას ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. ვაშაძე მათგან 40 წუთის ვადას ითხოვდა, რაზეც პოლიციამ უარი უთხრა. […]
შსს ჭავჭავაძის გამზირზე მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15- წუთიან ვადას აძლევს, გზის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად

შსს მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გახსნან ტრანსპორტის სავალი ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე. შსს განმარტავს, რომ 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. „ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა […]
თსუ-ს მიმდებარედ სამართალდამცველები გამოჩნდნენ – მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სკამების საშუალებით გზა ჩახერგეს

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე სკამების საშუალები გზა ჩახერგეს. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღე, რაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დღესაც, წინა ღამის მსგავსად საპოლიციო ძალებმა აქცია დაშალონ. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. შსს-ს თანამშრომლები არიან განლაგებული კეკელიძის ქუჩაზეც.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებაზე – ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა უნდა განიხილონ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ ეს ცვლილებები უნდა განიხილოს, – ინფორმაციას გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს. „ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ჩვეულებრივი იარაღის წინააღმდეგ მიღებული ღონისძიება და ვფიქრობ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ნატო-ს ოფიციალურმა პირებმაც უნდა განიხილონ“, – აღნიშნა ერდოღანმა. ამავე […]
შსს: 18-19 ნოემბრის აქციის დროს თსუ-ის არც შენობაში, არც ეზოში შტაბი არ გვქონია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში შტაბი არ ჰქონია. ასევე, შსს-ში ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულები არ ყოფილან გგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. განცხადებაში შსს ირწმუნება, რომ 19 ნოემბერს, აქციის დაშლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – კიევის რეჟიმი რუსეთში არსებულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმას შეეცადა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 42 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, მათგან 32 ბრიანსკის ოლქში, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „კიევის რეჟიმის მცდელობისას განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 42 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. […]
ელენე ხოშტარია – ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, წინ დავდგებით და ვიმოქმედებთ ერთად, როგორც გუშინ ვერაფერი დაგვაკლეს, ისე იქნება დღესაც

წინ ვდგავართ და წინ დავდგებით, თუ ვინმე საიდანმე წამოვა და ვიმოქმედებთ ერთად , – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს. ხოშტარიას თქმით, ის პოლიციელთან იყო მისული სიტუაციის გასარკვევად, თუმცა სამართალდამცველისგან ვერაფერი გაიგო. “ახლა ასული ვიყავი და ველაპარაკე პოლიციელს, აზრი ვერ ჩამოაყალიბა, რა უნდოდა, უჭირდა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ როგორც არ უნდა […]
შსს – 18-19 ნოემბერს თსუ-ში არანაირი შტაბი არ ყოფილა განთავსებული – ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყება განცხადებაში განვმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან […]
გიორგი ვაშაძე მომიტინგეებს – სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, ვხედავთ, რომ არის გადაადგილებები

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომიტინგეები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, დღესაც, წინა ღამის მსგავსად საპოლიციო ძალებმა აქცია დაშალონ. მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, ინიციატივები არ გამოიჩინონ და გაჰყვნენ ლიდერების ტაქტიკას. ამასთან, ვაშაძის თქმით, თუკი იქნება სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ მოწოდება ტერიტორიის გათავისუფლებისკენ, თავადაც ექნებათ შეთავაზება. „სავარაუდოდ, ალბათ, ისევ დაიწყებენ დარბევას. ვხედავთ, […]