პოლიცია მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს – დემონსტრანტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებენ

სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.
მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა. ასევე, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე, ისინი სკანდირებენ: საქართველო, საქართველო!
მომიტინგეები უკან იხევენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას – ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ