აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გმობენ მშვიდობიანი აქციის დაშლას და თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებას

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები გმობენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლას. ერთობილივ განცხადებას, 20 ნოემბრის დილი 11:00 საათისთვის 400-მდე ადამიანი უერთება. „უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა – კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის […]
საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

ქალაქ რიეკაში საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიას დაუპირისპირდა. ქართველებმა ხორვატი თანატოლები ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ. შეხვედრაში პირველი გოლი დიონ ბელიომ მე-11 წუთზე გაიტანა, ანგარიში 28-ე წუთზე ლუკა გაგნიძის გოლით გათანაბრდა. შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, […]
Reuters – ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა

ჰაიტის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰაიტის პოლიციის ცნობით, პორტ-ო-პრენსის ერთ-ერთ გარეუბანში შეიარაღებული დაჯგუფება თავდასხმას ცდილობდა, როდესაც პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მათ წინააღმდეგობა გაუწია. ჰაიტის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერის მოადგილის, ლიონელ ლაზარეს ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების 30-მდე წევრი დაიღუპა. „მოსახლეობა ჰაიტის პოლიციის გვერდით […]
“გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა…” – ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან (1:2) მარცხის შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჰაშეკის თქმით, მისმა გუნდმა სამართლიანად გაიმარჯვა, თუმცა მთავარი ჩეხეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. “ჩემი აზრით, სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. ბიჭები ერთმანეთისთვის თამაშობდნენ და სასურველი შედეგის მისაღწევად მონდომება არ დაიშურეს. ეს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე […]
EU-ის წარმომადგენლობა: ახალგაზრდები ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, მათ გვერდით ვართ

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. EU-ის წარმომადგენლობა მხარს უჭერს ქართველ ახალგაზრდებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის. “მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და […]
„რუსეთიდან ღორის ხორცის გაზრდილი იმპორტის გამო, ადგილობრივი წარმოება დახურვის პირასაა“ – „აშენდი აგრო საქართველო“

მიმდინარე წელს საქართველომ 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 2,900 ტონა ცოცხალი ღორი იყიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. გასულ წელსაც, მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, რიგით მეორე კი, ბელორუსი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ რუსეთიდან 19.3 მლნ აშშ დოლარის 12,853 ტონა ღორი შეიძინა. მეორე იმპორტიორი ქვეყნიდან, დანიიდან კი, 306.6 ათასი აშშ დოლარის […]
საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, […]
რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის […]
სად იწვიმებს და მოთოვს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

20- 21 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 ქ. თბილისში 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს. 🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი. 20-21 ნოემბერს […]
ევროკავშირის საელჩო: საქართველოში ახალგაზრდები ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, ვინც საქართველოში ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამის შესახებ წარმოამდგენლობა საუბრობს „მსოფლიო ბავშვთა დღის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას. […]