“ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებს, მიიღებს მკაცრ პროტესტს” – საუნივერსიტეტო საზოგადოება

საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს და მკაცრად გმობს 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებას, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. “ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. […]
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 13.6 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4 121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. საქსტატის ცნობით, 2024 წლის კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, […]
ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა – მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს

ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეასრულებს. გადადგა ანქვაბიც, დე ფაქტო “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე ე.წ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვალერი ბგანბა დაინიშნა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხელი პროტესტის ფონზე, 2 დღის წინ მოაწერეს. ეგრეთწოდებული მთავრობა გადადგა, ოპოზიცია კი სამთავრობო შენობებიდან გამოვიდა და პროტესტი შეწყვიტა.
უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ანდრეი კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს“, – წერს კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე. ასევე, ანდრეი კოვალენკოს ცნობით, […]
ნათელა ფაცაციამ სწავლა King’s College London-ის Management and Technological Change-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა

ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა ნათელა ფაცაციამ სწავლა King’s College London-ის Management and Technological Change-ის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. პროგრამა ორიენტირებულია ტექნოლოგიური ინოვაციებსა და ციფრული ტრანსფორმაციების შესახებ ცოდნის ათვისებაზე. ნათელა გეგმავს მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ეფექტურად მართოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები და დაეხმაროს სხვადასხვა ორგანიზაციას თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ დანერგვაში.
საქართველოში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა

2024 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.8 პროცენტიანი მატება. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 4.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.3 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი […]
კიევში აშშ-ის საელჩო დროებით დაიხურა შესაძლო მასშტაბური საჰაერო შეტევის გამო

კიევში დროებით დახურეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საელჩოზე დაურდნობით წერს, რომ დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დღეს, 20 ნოემბერს მოსალოდნელია მასშტაბური საჰაერო შეტევა. უსაფრთხოების მიზნით დღეს საელჩო არ იმუშავებს. თანამშრომლებს უსაფრთხო ადგილებში ყოფნის ინსტრუქცია მისცეს. საელჩო უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში. ერთი […]
რომელი ავიაკომპანიების ბორტზეა ყველაზე ცუდი კვება – კვლევა

ირლანდიურმა ბუქმეიქერულმა კომპანია BoyleSports-მა ათასობით მგზავრის მიმოხილვა გაანალიზა, რათა გაერკვია, რომელი ავიაკომპანიები გვთავაზობენ საუკეთესო და ყველაზე ცუდ ბორტზე კვებას. კვლევისთვის 20 პოპულარული გადამზიდავი შეირჩა, მათ შორის British Airways, Ryanair, Wizz Air, Air France, Emirates და ა.შ., წერს The Mirror. შედეგებმა აჩვენა, რომ ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus ყველაზე ცუდად კვებავდა მგზავრებს. ასევე აუტსაიდერებს შორის იყვნენ Etihad […]
ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტთან ტანსაცმელი გაიხადა, „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების“ მიზეზით, ოჯახს დაუბრუნეს

სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, სამართლებრივი საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს, – ამის შესახებ ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგარ ჯაჰანგირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა“, – განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, მიმდინარე […]
ოპოზიციას ფანტაზია ელევა და ცდილობს რამე ახალი მოიფიქროს

ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ სამ დღეში არის ის, რომ ჯამში ალბათ 500-მა ადამიანმა, ვინც ღამეს ათევდა ჩვენთან ერთად, მოახერხა ის, რომ პოლიციას არ ეძინა სამი ღამე. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ჩვენ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში დღე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ დაბნეულები იყვნენ, – […]