მესის საგოლე პასი და ლაუტარო მარტინესის ულამაზესი გოლი პერუსთან [VIDEO]

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინამ პერუ 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “ალბისელესტეს” ლიდერმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ საგოლე პასი შეასრულა და ლაუტარო მარტინესმა ეფექტური დარტყმით მეტოქის კარი აიღო. 27 წლის ფორვარდს არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 70 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ამ შედეგით დიეგო მარადონას გაუთანაბრდა. “ინტერის” ფორვარდმა არგენტინის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში […]

ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება – ნიდერლანდების ელჩი

ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ იმავე პოზიციას იმეორებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელი 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. „ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების […]

„კანონის მიღება დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. აფხაზეთის ახალ არჩეული ხელისუფლება, იგივე საკითხების წინაშე დადგება“- შმაგი სამხარაძე

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების ე.წ. ,,აგარაკების კანონის“ მიღება გადაიდო. მიზეზი მოსახლეობისა და ე.წ. ოპოზიციის პროტესტი გახდა. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. საბოლოოდ პროტესტს ე.წ. პრეზიდენტის […]

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების – დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა მდგომარეობის გასაცნობად შიდა ქართლში გაემგზავრა და სოფელების: დიცისა და ქორდის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრებზე მოსახლეობა ძირითადად, უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბრობდა. ამასთან, მოსახლეობამ აღნიშნა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, სოფლებში შიდა გზები მოუწესრიგებელია, სარწყავი წყლის არხები განსაახლებელია, აფთიაქი არ […]

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. „კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე მონაკვეთს. შეზღუდვის პერიოდში, […]

გიორგი პერტაიამ ჰონგ-კონგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, ჰონგ-კონგში გამართულ აზიის ლოგისტიკური, საზღვაო და საავიაციო რიგით მე-14 კონფერენციაში “მიწოდების ჯაჭვი: მედეგობა და მდგრადობა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ფერმერებს ფერმერთა დღეს ულოცავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ფერმერებს ფერმერთა დღეს ულოცავს. შამუგიას განცხადებით, ქართული აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა უკვე ათეულ წელზე მეტია სახელმწიფომ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. „უკვე ათეულ წელზე მეტია იქმნება და ხორციელდება შეღავათიან ფინანსურ რესურსზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, თანამედროვე განათლებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები; უმჯობესდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურა, მიზნობრივი მხარდაჭერით იზრდება გადამმუშავებელი და შემნახველი […]

„საქართველოს ბანკის“ ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

„საქართველოს ბანკის“ ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, პირველი პანელური დისკუსია – „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. „ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. […]

ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო“ ფორუმი 2024 იმართება

19 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, „პრო ბონო“ ფორუმი 2024 – ბიზნესის ექსპერტიზა სოციალური მიზნების სამსახურში – იმართება. ფორუმის ფარგლებში, „საქართველოს პრო ბონო ქსელის” 2024 წლის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაცია ჩატარდება. ფორუმზე მოწვეულია 50-მდე მონაწილე, როგორც კერძო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრები, სოციალური საწარმოები და სხვა დაინტერესებული პირები. ფორუმის ფარგლებში, გაიმართება […]

პროკრედიტის მხარდაჭერით, რესტორანი და ბარი „კასა ფიორი“ გაიხსნა

პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. იტალიური რესტორანი და ბარი “კასა ფიორი” 16 ოქტომბერს გაიხსნა და უკვე სტუმრების საყვარელი ადგილი გახდა. ის, რაც პროექტს გამორჩეულს ხდის, სტილი და კონცეფციაა. „კასა ფიორი” ქართულად ყვავილების სახლს ნიშნავს, და გარემოც ამ იდეას მიჰყვება. იდეა კი მხოლოდ ერთია – განსხვავებული სივრცე, რომელიც სტუმარს თავს კომფორტულად აგრძნობინებს, იტალიური […]