ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი

ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი მოკლედ, ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ ის კარგი და მაგარი ადამიანი, ფსევდოლიბერალების რისხვა და მეხი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი. ასევე ფული აქვთ […]
რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული, 1997 წელს დაბადებული პირი, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. “რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, […]
მგონია, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხს პარლამენტი შეკრების შემდეგ განიხილავს – ონოფრიშვილი

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტი მზადაა. დავით ონოფრიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტი კანონპროექტს შეკრების შემდეგ განიხილავს. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის – საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას ვაფასებთ და ჩვენი ორივე ქვეყნისთვის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. „უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად […]
„მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო“ – ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი გულდაწყვეტილია გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრების ჩეხეთთან წაგებით, რომლის შედეგადაც „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავეს. „მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. აგრესია, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა დაგვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა, როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, შემდეგ თამაშის შემოტრიალება რთულია. პირველი 20-30 წუთი […]
წელს, სადაზღვევო სექტორის შემოსავალი ₾1.2 მილიარდს გადააჭარბებს – დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის, დავით ონოფრიშვილის პროგნოზით, წელს სექტორის შემოსავალი 1.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „შარშან სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა, სადაზღვევო პრემიამ გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს, წელს უკვე 1.2 მილიარდს გადააჭარბებს და შეიძლება 1.3 მილიარდ ლარამდეც იყოს, ზრდა არის აშკარა”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა. მისი თქმით, მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებული გახდა და დაზღვევის მიმართ ნდობა გაზრდილია. “გაიზარდა ადამიანთა მოთხოვნა, […]
წელს, სადაზღვევო სექტორის შემოსავალი ₾1.2 მილიარდს გადააჭარბებს – დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი ელის, რომ წელს სექტორის შემოსავალი 1.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. „შარშან სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა, სადაზღვევო პრემიამ გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს, წელს უკვე 1.2 მილიარდს გადააჭარბებს და შეიძლება 1.3 მილიარდ ლარამდეც იყოს, ზრდა არის აშკარა”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა. ის მიუთითებს, რომ მოსახლეობა ბევრად გათვითცნობიერებული გახდა და დაზღვევის მიმართ ნდობა გაზრდილია. “ჩვენი […]
საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია – „ფინანსური სექტორის წვლილის ზრდა კლიმატის ტრანზიციის პროცესში განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებში“ მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა. ამ შეხვედრაზე ანა ოსაძემ საქართველოს ბანკის პრაქტიკაზე ისაუბრა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით. მან მიმოიხილა ის […]
საუნივერსიტეტო საზოგადოება თსუ-ის სივრცის “ბოროტად გამოყენებით” აქციის დაშლას გმობს

საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და აცხადებს, რომ მკაცრად გმობენ თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის “ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას”. “უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები […]
საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა

საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კიევში აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საელჩო დაიხურება და თანამშრომლებს თავშესაფრებში დარჩენის შესახებ შეატყობინეს“, – აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. უკრაინაში აშშ-ის საელჩო […]