ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით, რომელიც უკვე ხვალ, 30 ნოემბერს იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით, 4 თეთრზე მეტით. ვალუტის განახლებული კურსი ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა მისაწვდომი. უფრო ზუსტად: · ლარი დოლართან მიმართებით 3.76 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური კურსი გახდა 2.7794 ლარი. · ლარი ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა […]
„ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ” — აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც „ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 4 წლით შეჩერების შესახებ, რასაც ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეების, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევა მოჰყვა. „ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, […]
შეერთებული შტატების ელჩი: მტკიცედ მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს საკუთარ ქმედებებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლითაც დიპლომატი ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაზე და მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. “სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური […]
დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე – ღრმად შეშფოთებულები ვართ პროევროპელი ქართველების გამო – შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება

დაფიქსირებული საარჩევნო თაღლითობა ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საერთო განცხადებას სამი წამყვანი ევროპარლამენტარი ავრცელებს. განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი). “ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან […]
პია კაუმა – საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა შევთავაზე, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში

უკვე შევთავაზე საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმისაწვდომობა, რათა კონსტრუქციულად ჩაერთონ ახალ საკანონმდებლო ორგანოში იმ რეკომენდაციის განსახილველად, რომელიც წარმოდგენილი იქნება ოდირ-ის საბოლოო ანგარიშში, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც „ევრონიუსი“ აქვეყნებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა ორ სადამკვირვებლო მისიას შეერთებულ […]
პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს – “ნიუტონის სკოლა”

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ნიუტონის სკოლა 2 დეკემბერს არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება სკოლამ გაავრცელა. “ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს! საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს. ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!” – ნათქვამია […]
უნივერსიტეტი BTU სასწავლო პროცესს აჩერებს

სასწავლო პროცესს აჩერებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ამასთან დაკავშირებით განცხადება მათ სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს: “ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ.” ნათქვამია განცხადებაში.
„სწორედ ამიტომ უგებს ოცნება ყველა დონის არჩევნებს გადამთიელთა მსტოვრებს და ამიტომ არ გაგივათ არეულობა და რევანში“ – ლაშა ნაცვლიშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი: „ოპოზიციის მინიმუმ ნახევარი (გახარია და ლელოს ბლოკი) დღესაც ღიად აცხადებს, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა გააყალბა, მაგრამ დასავლეთმა “გაუპრავა”, ანუ მიანიჭა ლეგიტიმაცია. ახლა საპირისპირო ხდება, მაგრამ თუ იგივე მოხდა, სხვა რა დაგვრჩენია, ბედს უნდა შევეგუოთო. თვითონ თუ ხვდებიან, რას გვითხრეს ამით დასავლეთზე, სააკაშვილზე, საკუთარ თავზე და ოცნებაზე? 1. […]
კობახიძის განცხადების შემდეგ ლარი ერთ დღეში 4 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0376 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა. […]
,,მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა”- დავით ასათიანი

,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება. დავით ასათიანი წერს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 4 წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა. მისივე განცხადებით, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი ემოციების გარეშე, პრაგმატულად და ცივი გონებით. ,,ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 4 წლით გადავადება მძიმე გადაწყვეტილებაა. ევროპის პარლამენტის რეზოლუციის (რაც არ უნდა უსამართლო და მიკერძოებული იყოს […]