16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე – ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი

16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე – ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩვენს ამომრჩევლებში: რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი? დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით […]

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს

რაც არ უნდა ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს ჟურნალისტი, პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპროტესტო აქციაზე დაშავებულ „ფორმულას“ ჟურნალისტ, გურამ როგავაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა არავინ უნდა დაუშვას. „ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ მეგი ნარსავიძეზე [„ტვ იმედის“ […]

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში აგენტურას, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესზე, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ – ამავე დროს ვამბობთ, რომ 16 დეკემბერს დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები და ჩვენ, არც კი დავფიქრდებით, ხელს მოვაწერთ მას

მივმართავ ყველა ადამიანს, რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის, სახლში, „ფეისბუქში“, გარეთ აპროტესტებს და ყველა ადამიანს, ვისაც გონია, რომ რაღაც ცუდი მოხდა, ისინი მართლები არიან თუ საქართველომ მართლაც, რასაც მათ ატყუებენ, უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ამ შემთხვევაში მართლები არიან, დიახ, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს. მაგრამ რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ, კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის […]

მამუკა მდინარაძე – 16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება – ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეს, საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა

16 დეკემბერს ევროსაბჭოს სხდომა იმართება – ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს, საქართველოში არეულობის მოწყობა იგეგმებოდა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უნდა ეთქვა – ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის „მთელი მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი“. […]

“ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ხალხის ნებას” – აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. 30-ზე მეტ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. “ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც […]

განათლების სამინისტროს 140-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის 140-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. “ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები […]

უკრაინა აცხადებს, რომ დარტყმები განახორციელა რუსეთის ნავთობის საწყობსა და სარადარო ცენტრზე

უკრაინის განცხადებით, მისმა ძალებმა 29 ნოემბერს, გამთენიისას დარტყმები განახორციელეს რუსეთის ნავთობის საწყობზე და სარადარო ცენტრზე – იმ ფონზე, როცა ძლიერდება თავდასხმები როგორც მოსკოვის, ისე კიევის მხრიდან, თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზდიენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის როსტოვის რეგიონში ნავთობის საწყობ “ატლასზე” მიტანილმა იერიშმა ხანძარი გამოიწვია. მიმდინარე წელს ამ საწყობზე დარტყმა […]

განათლების სამინისტროს თანამშრომლები: ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ ინტერესს

განათლების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღებაზე, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. დოკუმენტს, ამ დროის მონაცემებით, [17:25 სთ] უწყების 120-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. პრემიერმა კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს […]

„ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგულნი, ევროპული კურსის ერთგულნი“ – ირაკლი კობახიძე

სამი წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა და ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ინსტრუმენტად ჯერ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი უკვე მოლაპარაკებების გახსნა, საგრანტო დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს თემები უხეშად იქნა გამოყენებული საარჩევნო პროცესებში ჩარევისათვის, რაც არის დემოკრატიული არჩევნების პრინციპის დარღვევა და ღირსეული სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ ყველაფერზე რეაგირების […]

,,მოკლევადიან პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვნად ურტყამს სამომავლო ინვესტიციებს’’- ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ეკონომიკასა და ბიზნეს გარემოზე. საკითხზე ,,კომერსანტი’’ ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა. კახა დაუშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტად ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლას დაარტყამს. მისი თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში ქვეყანას აღარ ეყოლება ვალიდური პირი, რომელიც ინვესტორებს გარანტიებს […]