პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს – “ნიუტონის სკოლა”

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ნიუტონის სკოლა 2 დეკემბერს არ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება სკოლამ გაავრცელა.
“ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს! საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს. ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა