მამუკა მდინარაძე – ისევე, როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან

16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ – ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში, – განაცხადა […]
ადვოკატები რუსთაველის გამზირზე დაკავებული ორი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, ქეთი წიწუაშვილი რუსთაველის გამზირზე დაკავებული ერთ-ერთი პირის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლისა და დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, მას დაზიანებები ვიზუალურად აღენიშნება. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულმა მას უთხრა, რომ დაზიანებები სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიაყენეს. მას თვალზე სისხლჩაქცევები აქვს და ცხვირი გატეხილი აქვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებულს სამედიცინო დიაგნოსტირება ესაჭიროება. […]
“ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ვარშავა, რომი, მადრიდი… ჯერ ვერ გაიღვიძეთ?” – როთი

გერმანიის პარლამენტის წევრი მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, და ავრცელებს ზურაბიშვილის წერილს. ” ბრიუსელი, ბერლინი, პარიზი, ვარშავა, რომი, მადრიდი… ჯერ ვერ გაიღვიძეთ? ჯერ კიდევ გძინავთ?”, – წერს როთი. საქართველოს პრეზიდენტის წერილი: დილის 6:30 – თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას […]
განათლების სამინისტროს 160-ზე მეტი თანამშრომელი ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის 160-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. “ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები […]
“ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ხალხის ნებას” – აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. 30-ზე მეტ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. “ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც […]
თუ მთავრობა გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას, დროებით შევწყვეტთ ყველა გადასახადის გადახდას – სასტუმრო Residence Hill SOPRA

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Residence Hill SOPRA ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
`სინამდვილეში ძალიან უთანასწორო ბრძოლაა, ოღონდ, ჩვენ სასარგებლოდ“ – დათო გორგილაძე

მწერალი, ჟურნალისტი დათო გორგილაძე: სხვა მხრიდან შევხედოთ და დავინახავთ, რომ სინამდვილეში ძალიან უთანასწორო ბრძოლაა. ოღონდ, ჩვენ სასარგებლოდ: მათ მხოლოდ ხელკეტები, ფარები და წიწაკის სპრეი აქვთ აქვთ, ჩვენ ერთმანეთი გვყავს; მათ ზურგს წყლის ჭავლის მანგანა უმაგრებთ, ჩვენ – სიმართლე; ისინი მხოლოდ ბატონის ბრძანებებს ემორჩილებიან, ჩვენ სინდისის კარნახს მივყვებით; მათ ამ ქვეყნის ნათელი მომავალი აშინებთ, ჩვენ ნათელი […]
186-ე სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

მასწავლებლები ვირჩევთ ევროპას — ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელში თბილისის 186-ე სკოლის პედაგოგების ფოტო ვრცელდება. ფეისბუქ – მომხმარებელი წერს, რომ 186-ე საჯარო სკოლა გაიფიცა და პედაგოგებს “ნამდვილ მასწავლებლებს” უწოდებს. “186-ე საჯარო სკოლა გაიფიცა! აი ნამდვილი მასწავლებლები! შესაძლოა ყველა არა, მაგრამ”, — წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ – მომხმარებელი
საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების საგანგებო განცხადება

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელზეც ხელმოწერები ამ დრომდე გროვდება: “ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტები და დასაქმებული ახალგაზრდები, ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცულ სტუდენტებს. 28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ”, საქართველოს […]
16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე – ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი

16 დეკემბერს იგეგმებოდა არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე – ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, მომდევნო ოთხი წლის გეგმები ამაზე იყო აწყობილი ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვაა ჩვენს ამომრჩევლებში: რად გინდოდათ და რაში გჭირდებოდათ ეს ამბავი? დღევანდელ დღემდე, ვიდრე ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით […]