მდინარაძის სკანდალური აღიარება – როგავა სპეცრაზმის სამიზნე იყო – “ვიცი, რას აკეთებდა მანამდე”

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ ჟურნალისტი, გურამ როგავა პირდაპირ სამიზნე იყო სპეცრაზმის. მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტების სასტიკად ცემას შემთხვევას უწოდებს: ამ შემთხვევას ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის, ამ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიმართება. ზუსტად ვიცი, რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე… მინდა სპეცრაზმელებს მივმართო, მესმის, ქართველი ვაჟკაცისთვის […]
ტოყაევი: ყაზახეთი რჩება რუსეთის ერთგულ მოკავშირედ ამ “რთულ დროში”

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, გულთბილად შეხვდნენ ყაზახეთში, სადაც მან და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა იმსჯელეს ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პუტინი ასტანაში 27 ნოემბერს ჩავიდა სახელმწიფო ვიზიტით. სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ტოყაევი პუტინს ხელის ჩამორთმევით ესალმება. ტოყაევის თქმით, სახელმწიფო გამოცემა Kazakhstanskaya Pravda-ში “ყურადღებით წაიკითხა” პუტინის წერილი, რომელიც ყაზახეთში მის ვიზიტამდე გამოქვეყნდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა […]
პრემიერლიგის კლუბი მიქაუტაძის და “ნაპოლის” თავდამსხმელის დამატებას გეგმავს

მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი პრემიერლიგაში „ვესტ ჰემის“ სუსტი სტარტის გამო სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცა, თუმცა ბოლო ტურში „ნიუკასლთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმიტურადაა განწყობილი და შეტევის გაძლიერებაზე ზრუნავს, რამეთუ უკმაყოფილოები არიან ნიკლას ფიულკრუგის და მაიკლ ანტონიოს თამაშით. განიხილება ორი კანდიდატურა. Fichajes-ის ცნობით, „ვესტ ჰემი“ ყურადღებით აკვირდება გიორგი მიქაუტაძეს და მის დამატებას საინტერესო ვარიანტად მიიჩნევს, რამეთუ […]
პატიმრების გაცვლა – ჩინეთიდან სამი ამერიკელი სამშობლოში დაბრუნდა

წლების განმავლობაში ჩინეთში დაკავებული ამერიკის სამი მოქალაქე: მარკ სვიდანი, კაი ლი და კონ ლეუნგი, სამშობლოში დაბრუნდნენ. ისინი სპეციალური რეისით ჩინეთიდან ტეხასში, სან-ანტონიოს სამხედრო ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მანამდე, ვაშინგტონსა და პეკინს შორის პატიმრების გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ, განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გათავისუფლებულ ამერიკელებს […]
დიპლომატიური უწყების 135-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება და ბულგარეთში ელჩის გადადგომა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის მოქმედი დიპლომატები, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. პარალელურად, თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისადმი პროტესტის ნიშნად, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა. დიპლომატიური უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მოქმედ დიპლომატთა ამ ნაბიჯს წინ […]
პატივი ეცით “მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას”, – ამერიკის ელჩი კობახიძეს მიმართავს

ამერიკის საელჩო საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მოუწოდებს მთავრობას, “პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად”. გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგენი წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის ერთგულებას დასავლეთის კურსის შესახებ. “ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი […]
განათლების სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი აკრიტიკებს “ოცნების” გადაწყვეტილებას

განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათ თქმით, “ოცნების” გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ემსახურებიან. “ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ […]
ჯარს, შესაძლოა, ხალხის დარბევა უბრძანონ? – “ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან” – რა ინფორმაცია გავრცელდა თავდაცვის ძალებში

მაქვს საფუძვლიანი, მიზეზიანი ვარაუდი, რომ თავდაცვის სამინისტროში გავრცელდა ჭორად, რომ თუ მოსახლეობა გამოვა ისევ მასიურად და აქცია იქნება ისევ მასშტაბური, თუ ხალხი გამოვა ყველა ქალაქში, საპოლიციო ძალები, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი პროცესის მართვის და თავდაცვის ძალები შეიძლება გამოიყენონ. ესეც არის ერთ–ერთი მიზეზი საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სამოქალაქო პირების მიერ გაკეთებული განცხადებისა. საქართველოს თავდაცვის ძალები არასოდეს, არასოდეს […]
„2007 წლის 7 ნოემბერს დარბევის შემდეგ სააკაშვილმა არჩევნები დანიშნა… 28 ნოემბრის დარბევის შემდეგ ოცნება ხითხითებს !“ – ეკა ბესელია

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს: „2007 წლის 7 ნოემბერს დარბევის შემდეგ სააკაშვილმა არჩევნები დანიშნა… 28 ნოემბრის დარბევის შემდეგ ოცნება ხითხითებს !
„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს

„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს ერთი მოთხოვნა აქვთ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ევროპულ გზაზე. მათი განცხადებით, რუსთაველზე აქციის დაშლასა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებსაც გმობენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები […]