მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტი ჰქვია ქალს, რომელიც „რუსო“, „რუსოს“ ყვირის? საზიზღრობებს კადრულობს – ქართველ პოლიციელს რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია?

მინდა სპეცრაზმელებს მივმართო იმიტომ, რომ წინ შეიძლება რამდენიმე ასეთი მძიმე დღე იყოს. მესმის ქართველი ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის რა მძიმეა, როცა შენს მეგობარს, თანამშრომელს ისე რომ გიმახინჯებენ, საოპერაციო ხდება. ესეც პირველ რიგში, დასაგმობი რამ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან სპეცრაზმელებს მიმართა, რომ თუ შეურაცხყოფას აყენებენ, ამას სამშობლოს წინააღმდეგ […]
მარგუს ცაჰკნა – საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას – მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად

საქართველოს მმართველი პარტიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ის გამოააშკარავა, რაზეც მთელი მათი მმართველობის პერიოდში ვავრცელებდით გაფრთხილებას – მათი მიზანია საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ევროკავშირის ნაცვლად, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა. ცაჰკნამ პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატია „უკან იხევს“ და […]
მამუკა მდინარაძე – ადამიანი აქციაზე რომ დარბის, მაგრამ თავისი საქმე იცის კარგად, „ნაცები“ უშვებდნენ კი არა იჭერდნენ და ჩვენ არ გავუშვით, მაგრამ ახლა, როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყებამ

რომელიღაც სამინისტროს თანამშრომელი, რომ განცხადებას დებს და აწერს ხელს სიცრუეზე დაყრდნობით, ეს თქვენი ბრალიაო გვეუბნებიან. რადიკალური პარტიული ინტერესიდან ვიღებ ამ ყველაფერს, მაგრამ დემოკრატიული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს მთლად სამართლიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დარბიან, მაგრამ თავისი საქმე იციან კარგად „ნაცებისგან“ განსხვავებით, დღევანდელი […]
გიორგი ვოლსკი – დღემდე საერთაშორისო დამკვირვებელთა პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასაც ახდენდნენ – როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ოპონენტების მხრიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული პოზიტიური შეფასებების ინტერპრეტირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. იგი აზიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის 29 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ “არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდა.” ვოლსკის ინფორმაციით, ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის ელჩების დახურულ შეხვედრაზეც […]
„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს

„ჩვენ გვინდა ევროპა, არ გვინდა რუსეთი“ – ამ მოთხოვნით ლაგოდეხის, თელავის და ახმეტის მერიებთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს ერთი მოთხოვნა აქვთ – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ევროპულ გზაზე. მათი განცხადებით, რუსთაველზე აქციის დაშლასა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებსაც გმობენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები […]
ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები – დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე

ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მცდელობები – დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლის ნაცვლად, საქართველოში დემოკრატიის მუდმივი უკუსვლა შეინიშნება. „ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს […]
2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას, […]
რა ღირს უცხოური ვალუტა ბანკებში

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. 1 ევროს ღირებულება კი 2.8907 ლარია. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რამდენად იყიდება უცხოური ვალუტა კომერციულ ბანკებში. ,,საქართველოს ბანკში’’ 1 აშშ დოლარი 2.7250 ლარი ღირს. 1 ევროს კი 2.8620 ლარად შეიძენთ. ,,თი-ბი-სი ბანკში’’ 1 აშშ დოლარს 2.8820 ლარად შეიძენთ. 1 ევრო კი 3.0550 ლარად […]
განათლების სამინისტროს 140-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის 140-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ,,ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების […]
თსუ-ის სოც.პოლის ფაკულტეტის 60-მდე პროფესორ-მასწავლებლის ერთობლივი განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. “ეს განცხადება მიგვაჩნია კონსტიტუციის უხეშ დარღვევად და საქართველოს მოსახლეობის ნების უგულებელყოფად! ევროინტეგრაციის პროცესის გაწყვეტა შეუქცევადად დააზიანებს, მათ შორის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, […]