მდინარაძის სკანდალური აღიარება – როგავა სპეცრაზმის სამიზნე იყო – “ვიცი, რას აკეთებდა მანამდე”

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ ჟურნალისტი, გურამ როგავა პირდაპირ სამიზნე იყო სპეცრაზმის. მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტების სასტიკად ცემას შემთხვევას უწოდებს:
ამ შემთხვევას ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის, ამ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიმართება. ზუსტად ვიცი, რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე… მინდა სპეცრაზმელებს მივმართო, მესმის, ქართველი ვაჟკაცისთვის რა მძიმეა… როცა დედას და ცოლ–შვილს გაგინებენ… ასატანი რა… რამდენად უნდა აიტანო, არ ვიცი. ბიჭებო, სულ უნდა გქონდეთ თავში, ამას იყენებენ შენი სამშობლოს წინააღმდეგ. ეს ჩემი მობოდიშებით თხოვნაა.
მამუკა მდინარაძემ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ადამიანია დაზარალებული, ნაცემი, პოლიციელები და სპეცრაზმელები შეაქო და მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ სპეცრაზმს დასარბევად, მათ შორის, აფთიაქსა და ეკლესიის ეზოში, ადამიანების საცემრად – ბრძანება ჰქონდათ მიცემული?!
მე მხარს ვუჭერ ყველა პოლიციელს, ყველა სპეცრაზმელს, რომელიც თავის სამშობლოს ერთგულებით დგას იქ, – თქვა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ