„რეფერენტული ფასების დადგენამ 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“ – მარინე ბერაძე

„რეფერენტული ფასების დადგენამ 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“ – მარინე ბერაძე „ბოლო წლებში, როდესაც წამლებზე რეფერენტული ფასები შემოიღეს, მოკვლევის თანახმად, ამან 45%-იდან 50-54%-მდე გააიაფა წამლის ღირებულება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტმა მარინა ბერაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. როგორც მან განმარტა, კონკრეტული მედიკამენტის ხარისხიანობა გარკვეული კრიტერიუმებით ფასდება და მასთან შესაბამისობას წამლის ხარისხის მაკონტროლებელი […]

“მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ინტერესებს” – SDA-ის თანამშრომლები “ოცნების” გადაწყვეტილებაზე

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის შეჩერების შესახებ. მათი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადად გაგრძელება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს ყოველდღიური მუშაობა. თუმცა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ამ მიზანს და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. “ვაცხადებთ, რომ ჩვენი […]

თსუ-ს ადმინისტრაცია – სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე

სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ადმინისტრაციამ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი. „უკანასკნელ დღეებში განვითარებული […]

რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს – აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან

რესპუბლიკის მოედანთან ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიის წარმომადგენლებს აქციაზე უჭირავთ იმ ჟურნალისტების ფოტოები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს. ჟურნალისტები ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.

ვახტანგ ხმალაძე – „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. – ბატონო ვახტანგ, 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა – „მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საკითხს. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვიამიუხედავად ცუდი ამინდისა […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კლინიკა „ახალ მზერაში“ თვალის დაავადებათა მკურნალობა და მხედველობის კორექცია გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თვალის დაავადებათა მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და მხედველობის კორექცია ოფთალმოლოგიურ კლინიკა „ახალ მზერაში“ გარკვეული შეღავათებით ჩაუტარდებათ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კლინიკა „ახალი მზერის“ გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა მერაბ დვალმა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გაამყარეს. […]

მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია

[სალომე ზურაბიშვილი] გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის ქართველ პოლიციელთან და რუსს ეძახის, ის არც […]

განათლების სამინისტროს 190-მდე თანამშრომელი – 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს

განათლების სამინისტროს 190-მდე თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ ხელისუფლების განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. „ჩვენ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლები, საჯარო მოსამსახურეები წლების მანძილზე ვემსახურებით დამოუკიდებელი საქართველოს […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, სააკაძის, არსუკიძის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე; 2 დეკემბერს 11:00-დან 11:05 საათამდე და 15:55-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, წეროვანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მდინარაძის სკანდალური აღიარება – როგავა სპეცრაზმის სამიზნე იყო – “ვიცი, რას აკეთებდა მანამდე”

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ ჟურნალისტი, გურამ როგავა პირდაპირ სამიზნე იყო სპეცრაზმის. მამუკა მდინარაძე, ბრიფინგზე, ჟურნალისტების სასტიკად ცემას შემთხვევას უწოდებს: ამ შემთხვევას ვმიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის, ამ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიმართება. ზუსტად ვიცი, რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე… მინდა სპეცრაზმელებს მივმართო, მესმის, ქართველი ვაჟკაცისთვის […]