ვრცელდება მოწოდებები მანიფესტაციების ჩატარებისას სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების შესახებ. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს

ვრცელდება მოწოდებები მანიფესტაციების ჩატარებისას სტრატეგიული ობიექტების ბლოკირების შესახებ. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისას სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირების, მათ შორის, ტელერადიომაუწლებლობების, რკინიგზის […]

პოლონეთის საგარეო უწყება საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იმედგაცრუებულია საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე“ საუბარი. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, პოლონეთი საქართველოს საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგული რჩება. „საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას”, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქუთაისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გადაინაცვლეს

ქუთაისში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გადაინაცვლეს. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ გუშინ დაკავებულ აქტივისტებს და გათავისუფლებას ითხოვენ. “რუსები, მონებო”- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას და პროტესტი გაგრძელება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: “ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. […]

,,დიდი ბიზნესი ყველა ხელისუფლებასთან დალაგდება, მცირე ბიზნესს კი არსებობა ძალიან გაუჭირდება”- გიორგი კეპულაძე მთავრობის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი მცირდება. “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 6.51%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.22 მილიარდ სტერლინგს აღწევს. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით შემცირდა. ბანკის […]

“ჩიტაძეზე მშვიდობიან მოქალაქეს რა უნდა? დადგეს წინ… სადღაც გააპროტესტოს” – მდინარაძის უცნაური განცხადება

ჩიტაძეზე მოქალაქეს რა უნდა, რაზე ადის ჩიტაძეზე, გაპროტესტება უნდა, დადგეს წინ და გააპროტესტოს… სადღაც გააპროტესტოს, ჩიტაძეზე რაზე ადის, რაზე ეჯახება კრიმპოლის თანამშრომელს? ჩიტაძეზე რა უნდა მშვიდობიან მოქალაქეს?

“ლიდერი არ ჰყავთ, გადადგომას არ ითხოვენ, რა უნდათ?” – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე. აღიარებს რომ გუშინ საღამოს, რამდენიმე ქალაქში გამოსული ადამიანები თვითდინებით გამოვიდნენ და ეს დაგეგმილი აქცია არ იყო, თუმცა, ამბობს, რომ ისინი არაფერს ითხოვდნენ, მათ შორის არც გადადგომას. როგორც ჩანს, მდინარაძე, არ უყურებდა პირდაპირ ეთერს, თორემ, გაიგონებდა ხმას: – გადადექი. როგორც ჩანს, მდინარაძეს ისიც დაავიწყდა, რომ თუ ლიდერები ჰყავს აქციას არ […]

სამართალდამცავი ორგანოებისგან ძალადობაზე უარს ველით – გერმანელი მაღალჩინოსანი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა გამოცემა Deutsche Welle-ს ინტერვიუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცა. კრისტიან ვაგნერმა 28-29 ნოემბერს ქართველი ერის მიერ ივანიშვილის გუნდის ანტიევროპული გადაწყვეტილების საპასუხოდ ქუჩაში გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, “თბილისის პროტესტებიდან ჩანს, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს მთავრობის კურსს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანება სურს”. ამასთან, კრისტიან ვაგნერმა […]

ჰელსინკის კომისია – მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს – “ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე” – წერს კომისია X-ის საკუთარ გვერდზე. “გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!”- წერია მიმართვაში: „ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მათი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის და მათ მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა. ისინი […]

WU17 | უელსი 4:0 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა. ბ ლიგის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი უელსის ნაკრებთან დამარცხდა. პირველი რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 დეკემბერს, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ, 16:00 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო შეხვედრაში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფის მასპინძელი ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხდა. პირველი რაუნდის შემდეგ, ა ლიგაში […]