ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე კოლეგების მიმართ სოლიდარობის მსვლელობა გამართეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია გამართეს, სადაც 28 ნოემბრის მიტინგზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მსვლელობისას მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს საპატრულო პოლიციას, რომ “ქართული ოცნება, მათ იყენებს”. ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს პოლიციას, თუ რატომ არ დაიცვეს 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება. პოლიციის მხრიდან 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ […]
„ქართველები უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე“ – ჰელსინკის კომისია

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს. „ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
სირიული ოპოზიცია აცხადებს, რომ ქალაქ ალეპოში შევიდა

სირიის გაერთიანებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც რუსეთის მოკავშირე პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ებრძვიან, აცხადებენ, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო დაიკავეს. „სი-ენ-ენი“ აღნიშნავს, რომ ეს მოხდა პირველად 2016 წლის შემდეგ, როცა ასადის ძალებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს. ასადის ერთგული ძალები ამბობენ, რომ ებრძვიან „დიდ იერიშს“ – მძიმე შეიარაღებითა და დრონებით. გარდა ამისა, მედიაში აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა […]
პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოში – მოსამართლეები “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოში – მოსამართლეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს კონსტიტუციურ რანგში აყვანილ, ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის ერთ-ერთ ფუნდამენტს – ევროინტეგრაციის პროცესს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილი ავრცელებს: ჩვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები, ვიზიარებთ საჯარო მოხელეთა მიერ გავრცელებულ განცხადებათა […]
ბრძოლის დროა – შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტები

საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე, არაერთი სფეროს წარმომადგენლის პროტესტი გამოიწვია. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურნენ შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტებიც. “გუშინ საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ფორმალურადაც მოუჭრა ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზა. სხვა ბევრ უმნიშვნელოვანეს სავალალო შედეგთან ერთად, […]
ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტილია

ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტილია – მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, აპროტესტებენ და ივანიშვილის გუნდის ანტიევროპულ ნაბიჯს კატეგორიულად გმობენ. ცნობისთვის, ბათუმის გარდა, პროტესტის კერა თბილისშიც არის. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, მოქალაქეები პარლამენტთან კვლავ შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი […]
„რა გითმენიათ, ბიჭოს?!“ – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე: „კომპლექსიანებმა – არიქა, რამე არ დამაბრალონ და რამეს ვიტყვი, მწვადს არ დავწვავ, არც შამფურს, მაგრამ ცოტას შამფურისკენ გადავიხრები – ისე არ ქნათ, რომ საბოლოოდ, ,,შამფური’’ დაიჭიროთ ხელში. ხოლო ადამიანთა ყველაზე გულისამრევ სახეობას – ბოლო წუთში სხვის ნავში გადახტომის სპეციალისტებს, გირჩევდით, რომ ,,ბოლო წუთი’’ ჯერ შორსაა და ეცადეთ, ნამუსივით, სახეც ახდილი […]
“დავასწარით, დავახარჯინეთ ეს ბოროტი ენერგია” – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა: „ვერ მოგატყუებთ რომ ევროსაბჭოდან რაიმე დეტალური ინფორმაცია გვქონდა ასე, მაგრამ ჩვენ ინფორმაციები გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან და მათი გეგმებით, 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით, რომ ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემოდგომასა და გაზაფხულზე, ასეთი არეულობის […]
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – ანტირუსული აქცია დაიწყო

რუსთაველის გამზირი, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის, სამოქალაქო სექტორისა და გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებული აქცია დაიწყო, მომიტინგეთა რაოდენობის გამო სამანქანო გზა გადაიკეტა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი 29 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რათა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს. ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების ნაწილია, რაც უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიზიტის შესახებ განცხადებაში არ დააზუსტა ის, თუ ვისთან გეგმავდა ბელუსოვი შეხვედრას, ან რა იყო ფხენიანთან მოლაპარაკებების მიზანი. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო […]